საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1565

თვითმხილველი - ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს


თვითმხილველის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებისას, რა დროსაც მამაკაცი გარდაიცვალა, სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს. ამის შესახებ შემთხვევის თვითმხილველმა, ქეთევან თოდრიამ პირველ არხს განუცხადა. 

მისი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა უმისამართოდ შეიგინა, სამართალდამცველებმა კი მისი დაკავება სცადეს. თვითმხილველის თქმით, მამაკაცი და მისი თანმხლები პირები, ასევე მეზობლები პოლიციელებს სთხოვდნენ, მამაკაცი გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა აღნიშნული არ გაითვალისწინა. 

თვითმხილველის განცხადებით, გარდაცვლილი მამაკაცი მათ სამეზობლოში მომხდარ კონფლიქტთან კავშირში არ ყოფილა, ის უბრალოდ ფაქტს შეესწრო. 

„მეზობლებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა მიზეზი, მაგის თვითმხილველი საერთოდ არ ვარ, მეზობლებს შორის დაპირისპირება ყოფილიყო. მე შევესწარი იმ ფაქტს, რომ პატრული ეჯაჯგურებოდა ხელზე, გადაუგრიხეს ხელები. ერთი ამ საცოდავმა თქვა, დამანებეთ თავი, ცუდად ვარო და ვინც გვერდზე ახლდა ბიჭები, ისინიც სთხოვდნენ - დაანებეთ თავი, ცუდად არის კაცი, ხომ ხედავთო. ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, ძალის გადამეტება იყო. ცოტა კი არა, კარგად. ფაქტი სახეზეა. ამ ძიძგილაობაში ბორკილების დადება უნდოდათ. ამ კაცმა ზოგადად შეიგინა, არ მიუყენებია შეურაცხყოფა არც პატრულისთვის და არც არავისთვის. იყო ნასვამი. არადა ამ დროს უკეთილშობილესი და უკარგესი პიროვნება იყო. 34 წლის იყო. ამ ჭიდაობაში და ჩვენ ზემოდან ვუყვიროდით, დაანებეთ თავი, ხომ ხედავთ, ცუდად არის, სად მიათრევთ, სასწრაფო გამოიძახეთ უმჯობესიაო და სასწრაფო მერე ჩვენ გამოვიძახეთ. ამ ძიძგილაობისას ეტყობა მაშინვე გახდა ცუდად ან ალბათ შიშის შოკით არის, გული გაუსკდა ალბათ. ერთი თმობდა, პატრულის ერთმა თანამშრომელმა გამოიყვანა აქეთ ეს ბიჭი, აი წაიყვანეთო, მაგრამ მეორემ არ დათმო, ის ადებდა ბორკილებს. სად გაქრა ეს პატრული, არ ვიცი, ქვეყნის ხალხი იყო მოსული. ასე შეეწირა ახალგაზრდა ბიჭი. უაზროდ შეწირული სიცოცხლე. არც დამნაშავე იყო, არაფერი. რას შეესწრო, ისიც არ ვიცით, ზოგადად შეიგინა. ეს ბიჭი რომ შეესწრო იმ ხმაურს და იქაც რომ კავშირი არ ჰქონია კონფლიქტთან, ფაქტია“, - აცხადებს ფაქტის თვითმხილველი ქეთევან თოდრია.

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემ
წაკითხვა
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ოპოზიციონერ
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლ
წაკითხვა
ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, თვითმხილველი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, თვითმხილველი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თვითმხილველი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა