საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
602

ესტონეთის წარმომადგენელი ბრიუსელში - ევროკავშირი არასდროს აღიარებს საქართველოს ნაწილის ოკუპაციას და ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-26 12:04:00

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე ერთი თვე რჩება. ბრიუსელში შემაჯამებელ დეკლარაციაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. რა გზავნილებს მიიღებენ საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი, 24 ნოემბერს გახდება ცნობილი. სამიტის მოსამზადებელი პროცესის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების შესახებ პირველმა არხმა ბრიუსელში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელ კაია ტაელს რამდენიმე კითხვით მიმართა.


- ვიცით, რომ სამიტის დეკლარაციის ტექსტი თითქმის შეთანხმებულია. ვიცით, რომ მსჯელობა ყველაზე მეტად იმ ნაწილზე მიმდინარეობდა, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტის მონაწილე ქვეყნების ევროპულ მისწრაფებაზეა საუბარი. შეგიძლიათ, დაგვიზუსტოთ, რატომ გახდა ტექსტის ეს ნაწილი მსჯელობის საგანი და საბოლოოდ როგორი ფორმულირება მივიღეთ? 

- ცუდია, როდესაც დეკლარაციაზე მის საბოლოოდ დამტკიცებამდე ვსაუბრობთ, თუმცა მეორე მხრივ, არ მგონია, რომ ზოგადი კომენტარი რაიმე ზიანს მიაყენებს პროცესს. სხვადასხვა სამიტი სხვადასხვა განცხადებით არის გამორჩეული. ზოგ შემთხვევაში, ეს არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ზოგჯერ ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ საერთო დეკლარაციაზე ვთანხმდებით. ვგულისხმობ ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს. ასე ხდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემთხვევაშიც და ყველა სამიტის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას ვღებულობთ. იმედი მაქვს, წელსაც ასე იქნება. თქვენ მართალი ხართ. პარტნიორი ქვეყნები ძირითადად ფოკუსირებული იყვნენ იმ წინადადებებზე, რომლებიც დეკლარაციაში 2009 წლიდან არის. ყველა ღელავდა და ამბობდა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიხიოს უკან და არ თქვას უარი აღებულ ვალდებულებაზე. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ მივაღწიეთ პოზიტიურ ტექსტს ევროკავშირისგან და იმედი გვაქვს, პარტნიორები მას დაეთანხმებიან. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ, პოლიტიკური კომპონენტის დამატება შესაძლებელი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რასაც ვაკეთებთ პროგრამის ფარგლებში, მაგრამ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“  ერთი ხელის მოსმით ვერ გადავაქცევთ სახელმწიფოებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებ პროგრამად. ეს უბრალოდ არ მოხდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოში  მნიშვნელოვან შედეგებს უკვე მივაღწიეთ. 

- ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ევროსკეპტიკურად განწყობილი პარტიების გაძლიერება ხომ არ იმოქმედებს ევროკავშირთან „აღმოსავლელი პარტნიორების“ დაახლოების პროცესზე? 

- ნამდვილად ვერ გეტყვით, რას შეცვლის ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში კონკრეტულ ქვეყნებში სხვადასხვა პარტიის გამარჯვება. პოლიტიკური კლიმატი ხან იცვლება და ხანაც არა, თუმცა ევროკავშირის პოლიტიკური ნება უცვლელი რჩება - ეს არის „აღმოსავლეთ პარტნიორებთან“ კავშირების გამყარება. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არასდროს უთქვამს უარი უფრო დემოკრატიულ, უფრო სტაბილურ და უფრო აყვავებულ სამეზობლოზე

- რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ვიცით, რომ ევროპარლამენტი რეკომენდაციებით მიმართავს ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს, რომ ასოცირებული სახელმწიფოების მისამართით განსხვავებული მიდგომა იყოს. რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა სამომავლოდ უნდა ჩართოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა შენგენის ზონა, ენერგეტიკული და საბაჟო კავშირი. თქვენ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ, ეს რეალურია და რა ვადებზე შეიძლება იყოს საუბარი?

- ევროპარლამენტი გვეხმარება „აღმოსაველთ პარტნიორობის“ პროგრამის განვითარებაში. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, რომელიც ევროპარლამენტის რეკომენდაციებშია ნახსენები, ამ საკითხზე გადაწყვეტილება პარტნიორი ქვეყნების მისაღებია, მაგრამ პირველ რიგში, თქვენ უნდა დაუსვათ კითხვა საკუთარ თავს - იცით კი, რას ნიშნავს შენგენის პროექტი, ან იცით, რას ნიშნავს საბაჟო კავშირის წევრობა. რაც შეეხება უშუალოდ შენგენის ზონას, მიგრაციული კრიზისისა და ტერორისტული საფრთხეების გამო ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დროებით აღადგინეს საზღვრებზე კონტროლი შენგენის ზონის შიგნით, პირადად მე  არ მჯერა, რომ ამჟამად ვინმეს შეუძლია რეალურად ფიქრი უახლოეს მომავალში შენგენის ზონის გაფართოებაზე. შემიძლია, მოგიყვანოთ ესტონეთის მაგალითი, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მრავალწლიანი მოლაპარაკებები დაგვჭირდა და უფრო მეტი დრო წაიღო მომზადებამ შენგენის ზონაში შესასვლელად. ევროკავშირის საზღვრის დაცვა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. საქართველოს შესახებ მინდა ვთქვა, თქვენ მიაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს და უნდა იყოთ კმაყოფილები. მიღწეულის შედეგად საქართველო ისედაც ძალიან დიდ სარგებელს იღებს. 

- დავუბრუნდეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრთა დიფერენციაციის თემას. ასეთი დაყოფა ხომ არ ნიშნავს, რომ ამ პროგრამამ ამოწურა რესურსი და ევროკავშირში უკვე ფიქრობენ ურთიერთობის ინდივიდუალურ რეჟიმზე გადასვლაზე. და კიდევ ერთი საკითხი, თქვენი აზრით, ქვეყნების ერთ „კალათში“ გაერთიანება, ხომ არ უშლის ხელს პროექტის წარმატებულ მონაწილეებს ევროპისგან უფრო მეტის მიღებაში, თუნდაც დაპირებების სახით? მარტივად რომ ვთქვათ, თუ უკრაინაში რეფორმების შეფერხდება, ხომ არ აისახება ეს საქართველოს მხარდაჭერაზე?

- ამ კითხვას ორი სხვადასხვა ასპექტი აქვს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა საკმაოდ მოქნილია და მონაწილე ქვეყნებს აქვთ ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობის საშუალება. სხვადასხვა პროექტი უკვე ხორციელდება. ამასთან, ექვსივე პარტნიორი სახელმწიფო ძალიან განსხვავებულია. იმის თქმა, რომ უკრაინა პროექტების განხორცილებაში ხელს უშლის სხვა ქვეყნებს, არ არის სწორი. მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ ყველა ფორმატი, რომელიც ევროკავშირს აქვს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა აძლევს საშუალებას ექვსივე წევრ ქვეყანას, ჩამოვიდეს ბრიუსელში და ევროკავშირისგან პოლიტიკური ყურადღების მომენტით ისიამოვნოს. თუმცა არ იფიქროთ, რომ ეს უპირობო მხარდაჭერაა. ევროკავშირს აქვს ბევრი პრობლემა, ასეთ რთულ დროს, ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან ბრიუსელში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ „აღმოსავლეთ პარტნიორების“ ერთგული ვართ. ასეთი ერთგულების საფუძველზე ინდივიდუალური ურთიერთობის გაღრმავება ყველა ქვეყანას შესანიშნავად შეუძლია.

-  მოხვდება თუ არა რუსეთის თემა სამიტის დეკლარაციაში? საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვას, აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას მოჰყვა, უკრაინის მაგალითზე მივიღეთ ყირიმის ანექსია, იქნება ამაზე საუბარი დეკლარაციაში? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ დეკლარაციის შედგენისას, გარკვეულწილად, რიგი ქვეყნები ითვალისწინებენ მოსკოვის ფაქტორს და სწორედ ამიტომ არის შერბილებული ტონი?

- დეკლარაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა და ჩვენ შერბილებულ ტონზე ვერ ვისაუბრებთ, თუ რუსეთზე ვლაპარაკობთ, მაშინ უნდა გავიხსენოთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტის დასაწყისშივე ჩვენ რუსეთს მივმართეთ და ამ პროგრამაში ჩართვა შევთავაზეთ, თუმცა მოსკოვმა სხვა გზა აირჩია. ჩვენი კარი ჯერ კიდევ ღიაა და დეკლარაციაში არაფერი წერია ისეთი, რამაც ასეთ თანამშრომლობას შეიძლება ხელი შეუშალოს. მეორე მხრივ, თქვენ არასდროს უნდა შეიტანოთ ეჭვი ევროკავშირის პრინციპულ პოზიციაში, რომ ევროპა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ექვსივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას განაგრძობს. ევროკავშირი არასდროს აღიარებს საქართველოს ნაწილის ოკუპაციას და ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება.

- რა არის ის მთავარი გზავნილი, რომელსაც ნოემბრის ბოლოს საქართველო მიიღებს? რა არის მთავარი მოთხოვნა, რომლის შესრულების შემდეგაც საქართველოს შეუძლია, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირთან დაახლოებისკენ და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შემდეგ?

- საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი წელი გავიდა, კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი საქართველოშიც და ევროკავშირშიც. ჩვენ ამ შეთანხმების გაფორმება ყველაფრის ფასად არ გვსურდა. ამ ხელშეკრულებას აქვს არსი, პოლიტიკური წონა და ფასი, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ხელშეკრულებით გაწერილი პუნქტები შესრულდეს. კიდევ ერთხელ განვმეორდები, თუ ერთ ნაბიჯს გადადგამ, მაშინვე მეორე საფეხურზე გადახტომა შეუძლებელია. ნოემბრის სამიტზე მთავარი გზავნილი საქართველოსთვის იქნება ის, რომ ევროკავშირი კვლავ დაინტერესებულია აღმოსავლეთ პარტნიორობით და ამ პროგრამის ერთგულია. დეკლარაციას თან ახლავს დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის მიზნებს მოიცავს, რაც პოლიტიკურ განცხადებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. გარწმუნებთ, არსებობს ძალიან ბევრი პრაქტიკული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მომავალში ერთად შეგვიძლია. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველო-რუმინეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი სხდომა გაი
წაკითხვა