საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1753

ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის მეზობლის განცხადებით, შსს-ს ინტერვიუ საკუთარი ნებით მისცა

ხათუნა გაგნიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-26 12:20:00

ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის მეზობელი აცხადებს, რომ შსს-ს ინტერვიუ საკუთარი ნებით მისცა. 

ნოდარ შანიძემ, რომელმაც სამინისტროსთვის მიცემულ ვიდეოინტერვიუში აღნიშნა, რომ 34 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტებს იღებდა, დღეს ჟურნალისტებთანაც იგივე გაიმეორა.

მისი თქმით, შსს-ს გადამღები ჯგუფი სადარბაზოსთან დახვდა და საკუთარი ნებით მიაწოდა ინფორმაცია გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ.

რაც შეეხება შეკითხვას, საიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი ფსიქიკურად იყო დაავადებული, მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ოჯახი მისი კარის მეზობელია. 

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემ
წაკითხვა
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ოპოზიციონერ
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლ
წაკითხვა
ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, თვითმხილველი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, თვითმხილველი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თვითმხილველი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა