საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
263

"ლეიბორისტულმა პარტიამ" თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

მარიამ ქურდიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-26 13:00:00


"ლეიბორისტულმა პარტიამ" თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შალვა ნათელაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ ხმების უპრეცედენტო გაყალბა მოახდინა. იურისტის განმარტებით, ისნის 38-ე უბნიდან მათი პარტიის დამკვირვებელი უსაფუძვლოდ გამოაძევეს, ვინაიდან წარმომადგენელმა ხმის გაყალბების ფაქტი დააფიქსირა. უფლებადამცველი მარი ცუცქირიძე ისნის 38-ე უბანზე ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვს.

"ისნის მეხუთე ოლქზე არჩევნების დღეს იყო ე.წ. კარუსელი. ჩვენმა დამკვირვებელმა შეიტანა საჩივარი უბანზე, თუმცა თავმჯდომარე არ იბარებდა საჩივარს. შემდგომ ცესკო-ს განკარგულებით იძულებული გახდა, ჩაებარებინა, რის შემდეგაც თავმჯდომარე გაბრაზდა და გამოაძევა დამკვირვებელი, ის არც შემაჯამებელი ოქმის შედგენის დროს არ იმყოფებოდა უბანზე. ჩვენ ვითხოვთ ხმების ხელახლა გადათვლას და თავმჯდომარის პასუხისგებაში მიცემას",- განაცხადა ადვოკატმა მარი ცუცქირიძემ.

სასამართლოში იმყოფება "ლეიბორისტული პარტიის" დამკვირვებელი შორენა გუგავაც. ის აცხადებს, რომ  უბანზე მთელი დღის განმავლობაში ხმების გაყალბება ხდებოდა.

"ვფიქრობ, რომ უკანონოდ დამატოვებინეს ტერიტორია, მთელი დღის განმავლბაში ხდებოდა ხმების გაყალაბება. ჩემთან პიროვნება მოვიდა, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ვეგონე, და მითხრა, ჩემი ძმის პირადობაა უბანზე და გთხოვ გამომიტანეო, მისი ძმა როსტოვში იმყოფება. მე ეს გავაპროტესტე და დამატოვებინეს უბანი", -აღნიშნა გუგავამ.

პროცესზე მოპასუხე მხარე ისნის მეხუთე საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარე ალეკო ცხოვრებაძე იქნება. მის უფლებებს პროცესზე კახა ნარეკლიშვილი დაიცავს. მოპასუხე მხარე, სხდომის დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა