საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
624

კახა კალაძე - პრეზიდენტის მხრიდან ჭორებზე განცხადებების გაკეთება არასწორი მგონია

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-26 14:51:00

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობს. 

„მე არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, თუმცა უბრალოდ მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან მგონია, რომ არასწორია. პრეზიდენტი უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყველაფერზე. წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი დებატების დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა ეს შეკითხვა და ჩემი პასუხი იყო - თუ არსებობს ამის რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, ერთად მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, მოხდეს ამის გამოძიება, თუ ვინმე ავალდებულებდა ადამიანებს, თუ იყო ზეწოლა, ესეც გამოვიძიოთ. ის, რომ მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი, ექიმი იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში და მხარს მიჭერდა პირადად მე და „ქართულ ოცნებას“ დასაძრახი და სიახლე ახალი არ არის. ყველა ადამიანს აქვს უფლება და შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დაესწროს შეხვედრებს, ჩაატაროს თუნდაც აგიტაცია და მე აქ არანაირ პრობლემას არ ვხედავ, თუ რაიმე დარღვევაა, ერთად გამოვიძიოთ. სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს, თან პრეზიდენტი, მე მგონი, ცოტა არასწორია“, - განაცხადა კახი კალაძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს  ულოცავს
გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს  ულოცავ
წაკითხვა
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური "გურამიშვილი" უახლ
წაკითხვა
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
ყველაზე მაგარი ტრანსპორტია და მოწესრიგებუ
წაკითხვა
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგა
წაკითხვა
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაც
წაკითხვა
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან ერთად დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზა დაათვ
წაკითხვა