საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
329

ანა ნაცვლიშვილი - დაკავებისას გარდაცვლილი პირის საქმეზე გამოძიება სამოხელეო დანაშაულის მუხლითაც უნდა წარიმართოს

გიორგი კობერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-26 14:49:00

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ ანა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ დაკავებისას გარდაცვლილი პირის საქმეზე გამოძიება უნდა გაფართოვდეს და სამოხელეო დანაშაულის მუხლითაც უნდა წარიმართოს.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესწავლილი უნდა იყოს, არსებობდა თუ არა ამ პირის დაკავების საფუძველი, როდესაც შეუძლოდ გახდა, რა რეაგირება მოახდინეს სამართალდამცველებმა, მათ შორის - გამოიძახეს თუ არა სასწრაფო დახმარება.

„კარგია, რომ საქმეს იძიებს პროკურატურა, რადგან შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კანონთან შეუსაბამო მოქმედებას ეხებოდეს საქმე. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორი კვალიფიკაციით მოხდეს საქმის წარმართვა. ამ ეტაპზე კვალიფიკაცია, რომელიც საქმეს აქვს მინიჭებული, მაინცდამაინც არ ისახავს მიზნად, შეაფასოს პოლიციელების მოქმედებების კეთილსინდისიერება. კვალიფიკაციის ნაწილში გასაფართოებელია ხედვა, რადგან შესაძლოა, საქმე ჰქონდეს სამოხელეო უფლებამოსილების გადამეტებას ან არაჯეროვან მოქმედებებს მას შემდეგ, რაც მოქალაქემ უთხრა პოლიციელებს, რომ თავს არ გრძნობდა კარგად“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ოჯახს პრეტენზია, ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელის ხელში და შესაბამისად, გამოძიება უნდა ჩატარდეს. 

„ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სახელმწიფოსთვის, გარდაცვლილის ოჯახს გააჩნია თუ არა რაიმე პრეტენზია. ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელთა ხელში და შესაბამისად გამოძიება უნდა ჩატარდეს“, - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საია ყიზილაჯლოში მომხდარის მოტივის დადგენასა და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს
საია ყიზილაჯლოში მომხდარის მოტივის დადგენასა და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს
„ყიზილაჯლოში მომხდარი არის შემაშფოთებელი და ეს არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც ამ დროისთვის დაფიქსირებულა“, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურ
წაკითხვა
ანა ნაცვლიშვილი - ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ მორიგ კონკურსს ეფექტი არ ექნება, თუ კომისია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების კანდიდატებით დაკომპლექტდება
ანა ნაცვლიშვილი - ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ მორიგ კონკურსს ეფექტი არ ექნება, თუ კომისია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების კანდიდატებით დაკომპლექტდება
ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებ
წაკითხვა
ანა ნაცვლიშვილი - როდესაც კანდიდატს ხელოვნურად წევენ წინ, კონკურსი სამართლიანად ვერ შეფასდება
ანა ნაცვლიშვილი - როდესაც კანდიდატს ხელოვნურად წევენ წინ, კონკურსი სამართლიანად ვერ შეფასდება
საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი სტრასბურგის სასამართლოს წევრების შერჩევის საკითხთან დაკავშ
წაკითხვა
ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ, არაძალადობრივ და თანასწორუფლებიან გარემოში ჩატარება
ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ, არაძალადობრივ და თანასწორუფლებიან გარემოში ჩატარება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
წაკითხვა
ანა ნაცვლიშვილი - აფგან მუხტარლის საქმე არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ჟურნალისტის უფლებადარღვევის მძიმე შემთხვევა
ანა ნაცვლიშვილი - აფგან მუხტარლის საქმე არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ჟურნალისტის უფლებადარღვევის მძიმე შემთხვევა
„აფგან მუხტარლის საქმე არ არის მხოლოდ ერთ
წაკითხვა
ანა ნაცვლიშვილი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხუთი კანდიდატი არ არის სამართლიანად შერჩეული
ანა ნაცვლიშვილი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხუთი კანდიდატი არ არის სამართლიანად შერჩეული
საუკეთესო ხუთეული, რომელიც მივიღეთ, არ არის სამართლიანი შერჩევის შედეგად მიღებული"- ამის
წაკითხვა
ანა ნაცვლიშვილი - ამ სისტემით შესაძლებელია, კვლავ გამწესდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც კვალიფიკაცია და არც პრინციპულობა
ანა ნაცვლიშვილი - ამ სისტემით შესაძლებელია, კვლავ გამწესდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც კვალიფიკაცია და არც პრინციპულობა
ამ სისტემის მეშვეობით შესაძლებელია, კვლავ გამწესდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც კვალიფიკაცია, არც პრინციპულობა, - ეს განცხადე
წაკითხვა
ანა ნაცვლიშვილი - გავიდა ის ვერსია, რომელიც შემოთავაზებული იქნა მმართველი გუნდის მიერ
ანა ნაცვლიშვილი - გავიდა ის ვერსია, რომელიც შემოთავაზებული იქნა მმართველი გუნდის მიერ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციი
წაკითხვა