function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
ექვსი თვის განმავლობაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა და შენგენის ზონაში შესვლაზე უარი 230-მდე ადამიანს ეთქვა, - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის ექვსი თვის მონაცემები შეაჯამა.
„უვიზო რეჟიმი ნამდვილად წარმატებულია. პირველი ექვსი თვის განმავლობაში დიდი წარმატებაა და უვიზო რეჟიმით 90 000-მა ადამიანმა ისარგებლა. ეს სრული მონაცემები არ არის და ეს ძირითადად საჰაერო მგზავრობას მოიცავს. სერიოზულ ზრდას აქვს ადგილი. პირველმა მონაცემებმა გვაჩვენა, რომ ქვეყნებს შორის მეტი მობილურობა და მოძრაობაა. ექვსი თვის შემდეგ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ვიზალიბერალიზაცია წარმატებული პროგრამაა. საქართველოს მთავრობამ ეფექტური საინფორმაციო კამპანია აწარმოა. უვიზო რეჟიმის შესახებ ინფორმირების მაღალი დონეა. შენგენის ზონაში შესვლაზე და საზღვრის გადაკვეთაზე ძალიან მცირე რაოდენობას, 230-მდე ადამიანს ეთქვა უარი“, - აღნიშნა ჰერმანმა.