საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
371

მენი ბენიში - ირაკლი კობახიძემ ისრაელში მაღალი დონის შეხვედრები ღირსეულად ჩაატარა

გამოქვეყნებულია 2017-10-26 18:23:00

საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისრაელში საქართველო საუკეთესოდ წარადგინა და მაღალი დონის შეხვედრები ღირსეულად ჩაატარა.

„საქართველოს დელეგაციასთან ერთად ვესწრებოდი შეხვედრებს და ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ბრწყინვალედ შეძლო საქართველოში საპარლამენტო საქმიანობის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები კოლეგებისთვის მიეწოდებინა.

ისრაელის მხრიდან საქართველოს დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ირაკლი კობახიძის ვიზიტმა ისრაელის ისთებლიშმენტს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ახალი პოლიტიკური კლასი საქართველოში პროგრესული და საიმედოა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინვესტიციები საქართველოში გავზარდოთ და თქვენი ქვეყნის წარმატებას ხელი შევუწყოთ", - განაცხადა მენი ბენიშმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე