საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
251

აფგან მუხთარლის უკრაინელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის სახელობის პრემია მიანიჭეს

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-26 18:39:00


აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის გამბედაობისა და ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულებისთვის დაწესებული ჟურნალისტური პრემია მიანიჭეს, რომელიც უკრაინაში მოკლული ჟურნალისტის, პაველ შერემეტის სახელს ატარებს. დაჯილდოების ცერემონია ტალინში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა და პრემია მის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას გადასცეს, - წერს საინფორმაციო ინტერნეტპორტალი „ეხო კავკკაზა“.

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფება. როგორც ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, მუხთარლიმ ფორუმის მონაწილეებისთვის მიმართვის წერილიც დაწერა და ადვოკატს გადასცა, მაგრამ უფლებადამცველი გაჩხრიკეს და მიმართვა ჩამოართვეს.

პაველ შერემეტის პრემია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებისთვის დაწესდა. პირველად პრემია შარშან გაიცა. ის უკრაინელ ჟურნალისტს ნიკოლაი სემენას გადაეცა ოკუპირებული ყირიმიდან, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება. ჟურნალისტს ბრალად რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის რღვევისკენ მოწოდება ედება ბრალად.

პაველ შერემეტი 2016 წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა