საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
953

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ​CNBC-ის ეთერში ბათუმში „სილქ თაუერის“ აშენებაზე ისაუბრა

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-26 19:00:00


„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ამერიკული ტელეკომპანია „სი-ენ-ბი-სის“ (CNBC) ბიზნესგადაცემაფაუერ ლანჩის“ ეთერში ბათუმში ცათამბჯენის, „სილქ თაუერის“ აშენება დააანონსა. 

როგორც რამიშვილმა გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, ცათამბჯენი აშენდება იმავე არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით, რომელიც დონალდ ტრამპთან და მის ორგანიზაციასთან 2012 წელს იყო შეთანხმებული.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია.

როგორც გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, უკვე გაფორმდა პროექტის დაფინანსების შესახებ მემორანდუმი თანაინვესტირების ფონდთან.

მისივე თქმით, „სილქ როუდ ჯგუფსა“ და ტრამპის ორგანიზაციას შორის, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყდა, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

„ბატონი ტრამპი პრეზიდენტი გახდა, განსხვავებული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ ერთობლივად, კეთილი ნებით, შევთანხმდით ამ ხელშეკრულების შეწყვეტაზე. საქმე მხოლოდ ერთ შენობას არ ეხებოდა. ჩემთვის ეს იყო უფრო დიდი პასუხისმგებლობა, მეზრუნა ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებზე, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ერთი შენობა. ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით 100 მილიონ დოლარს ცათამბჯენზე „სილქ თაუერის“ სახელწოდებით, რომელსაც ექნება ზუსტად ისეთი არქიტექტურული კონცეფცია, რომელიც დამტკიცებული იყო ტრამპისა და ტრამპის ორგანიზაციის მიერ 2012 წელს მისი საქართველოში ვიზიტის დროს. მჯერა, რომ ეს სუპერ წარმატებული პროექტი იქნება“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC
წაკითხვა
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება. ამის შესახებ სასამართლოს
წაკითხვა
ნატო-ს ხომალდები ბათუმში [ვიდეო/ფოტო]
ნატო-ს ხომალდები ბათუმში [ვიდეო/ფოტო]
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მწვანე ბარათის გათამაშებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩამოდის
დონალდ ტრამპი - მწვანე ბარათის გათამაშებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩამოდის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მწვანე ბარათის გათამაშების საშუალებით ქვ
წაკითხვა
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმის ნავსადგური ნატო-ს ხომალდებს მასპი
წაკითხვა