საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4738

ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს [ვიდეო]

მარიამ ცარელაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-26 18:55:00


საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ის რეგულაციები ახსნა, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება. 

„აი, რა მინდა ვუთხრა ქართველებს, რომლებიც აპირებენ შენგენის ზონაში მოგზაურობას. პირველი, ახალი რეგულაციები 2020 წლამდე არ ამოქმედდება, ამოქმედების შემდეგ კი უნდა შეხვიდეთ ვებ-საიტზე და შეავსოთ აპლიკაცია. ეს 10 წუთს წაგართმევთ. გადასახადი 10 ევრო იქნება. დღეს 29 ლარია, თუმცა არ ვიცი დღევანდელი კურსი 2020-შიც თუ იგივე დარჩება. აპლიკაციის შევსებიდან რამდენიმე წუთში მიიღებთ პასუხს სისტემიდან და ამ დადებითი პასუხით შეძლებთ მოგზაურობას. ამას პოზიტიური ფაქტორიც ახლავს. მახსოვს, ვიზალიბერალიზაციამდე ბევრი მეკითხებოდა, რომ არ შემიშვან და უკან გამომაბრუნონ? ამას ვიზა ხომ არ მერჩივნა. ახლა ავტორიზაციის გავლით თქვენ უფრო მეტად იქნებით დარწმუნებული იმაში, რომ საზღვრის გადაკვეთის პრობლემა არ შეგექმნებათ“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

პირველი არხის შეკითხვაზე, რა გახდა მიზეზი ახალი რეგულაციების შემოღების და ხომ არ უკავშირდება ეს ვიზალიბერალიზაციას, ელჩმა განაცხადა, რომ ე.წ. ETIAS სისტემაზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ვიზალიბერალიზაცია.

„ახალი რეგულაციები არანაიარად არ ეხება უვიზო რეჟიმს, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური სტატისტიკა გვაქვს. ეს ETIAS-თან კავშირში არ არის. ახალ რეგულაციებზე მუშაობა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთან. ახალი წესები არც მხოლოდ საქართველოსთვის შექმნილა. ის შეიქმნა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან“, - განმარტა ელჩმა.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით 60-ზე მეტი ქვეყანა სარგებლობს. ევროკომისიის მონაცემებით, 2020 წლისთვის სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული ქვეყნებიდან შენგენის ზონაში 39 მილიონ ადამიანს ელოდებიან. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ახალი სისტემის ყოველწლიური ღირებულება 85 მილიონი ევრო იქნება და შესაძლოა, 2020 წელს შევიდეს ძალაში. 

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციის მიღებაზე მსჯელობის მიზეზი ტერორიზმის გაზრდილი საფრთხეა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იანოშ ჰერმანი - იმედი მაქვს, საქართველოში პლურალისტური დემოკრატია შენარჩუნდება
იანოშ ჰერმანი - იმედი მაქვს, საქართველოში პლურალისტური დემოკრატია შენარჩუნდება
იმედი მაქვს, საქართველოში პლურალისტური დემოკრატია შენარჩუნდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუც
წაკითხვა
იანოშ ჰერმანი - ექვს თვეში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა და შენგენის ზონაში შესვლაზე უარი 230-მდე ადამიანს ეთქვა
იანოშ ჰერმანი - ექვს თვეში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა და შენგენის ზონაში შესვლაზე უარი 230-მდე ადამიანს ეთქვა
ექვსი თვის განმავლობაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა და შენგენის ზონაში შესვლაზე უარი 230-მდე ადამიანს ეთქვა,
წაკითხვა
იანოშ ჰერმანი - ჩვენი დასკვნით, საქართველოში იყო მშვიდობიანი არჩევნები
იანოშ ჰერმანი - ჩვენი დასკვნით, საქართველოში იყო მშვიდობიანი არჩევნები
საქართველოში ევროკავშირის ელჩი  ია
წაკითხვა
იანოშ ჰერმანი - მოხარული ვარ ბოლო კვლევების შედეგებით, ქართველები ევროკავშირს უფრო მეტად უჭერენ მხარს
იანოშ ჰერმანი - მოხარული ვარ ბოლო კვლევების შედეგებით, ქართველები ევროკავშირს უფრო მეტად უჭერენ მხარს
წაკითხვა
იანოშ ჰერმანი - ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს
იანოშ ჰერმანი - ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი ყველგან აფიქსირებს სა
წაკითხვა
იანოშ ჰერმანი - 2020 წლამდე არც თუ ისე შორია, საჭიროა ინტენსიური მუშაობა
იანოშ ჰერმანი - 2020 წლამდე არც თუ ისე შორია, საჭიროა ინტენსიური მუშაობა
ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში
წაკითხვა
იანოშ ჰერმანი - ვნახავთ, რა იქნება აფგან მუხტარლის საქმის გამოძიების შედეგი
იანოშ ჰერმანი - ვნახავთ, რა იქნება აფგან მუხტარლის საქმის გამოძიების შედეგი
ვნახავთ, რა იქნება აფგან მუხტარლის საქმის
წაკითხვა
 საკონსტიტუციო ცვლილებები - ირაკლი კობახიძე იანოშ ჰერმანს, უილიამ ლაჰიუსა და აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა
საკონსტიტუციო ცვლილებები - ირაკლი კობახიძე იანოშ ჰერმანს, უილიამ ლაჰიუსა და აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე იანოშ ჰერმანს, უილიამ ლაჰიუსა და აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა. დისკუსიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც
წაკითხვა