საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1461

ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-26 20:15:00

მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლეთს, მათ ნარჩენებს აქეთ-იქით ისვრის და გზად თხელ კუდს ტოვებს — ეს სასტიკი მოვლენები დედამიწიდან 62 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომთან ერთ-ერთ ყველაზე ახლომდებარე გალაქტიკათგროვაში ხდება. ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რაც ასტრონომებმა ფორნაქსის გალაქტიკათგროვის ამ დრომდე ყველაზე დეტალური სურათი გადაიღეს.  

ფოტოები გადაიღო ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ჩილეში განთავსებულმა ტელესკოპთა წყება Very Large Telescope-ის ტელესკოპმა VLT Survey Telescope. სისტემა ატაკამის უდაბნოშია განთავსებული; ობსერვატორია ამჟამად აქტიურად იკვლევს ფორნაქსის გალაქტიკათგროვას.  

როგორც ასტრონომები იტყოდნენ, ფორნაქსის გროვა ჩვენთან ახლოს მდებარეობს, თუმცა ეს ყველაფერი შედარებითია. გროვა შედგება 58 გალაქტიკისგან და მდებარეობს დედამიწიდან 62 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. თუმცა, ეს მანძილი საკმარისია, რათა ის ასტრონომთათვის საინტერესო ობიექტი იყოს. ფორნაქსის გროვა კოსმოსის დინამიკური ზონაა, რომელშიც თავმოყრილია მრავალი მნიშვნელოვანი წევრი-გალაქტიკა. თუმცა, საინტერესოობით ვერც ერთი მათგანი ისე ვერ დაიკვეხნის, როგორც გალაქტიკა NGC 1316, იგივე ფორნაქს A. 

ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) მიერ გამოქვეყნებული ახალი ვიდეოს თანახმად, ფორნაქს A-ს თავის ყველა მეზობელს ჭამს. ეს გალაქტიკა ფლეთს ახლომდებარე სხვა გალაქტიკებს და მიმოფანტავს მათ მატერიას, მათში არსებულ ვარსკვლავებს სიცარიელეში ტყორცნის და გზად თხელ კუდს ტოვებს, რაც ESO-ს ფოტოზეც ჩანს.  

ამ გალაქტიკის დაუდგრომელი წარსული და დედამიწასთან მისი სიახლოვე ასტრონომებს ბრწყინვალე შანსს აძლევს გალაქტიკათა შერწყმის მოვლენის შესასწავლად.  

ESO-ს განცხადებით, აღნიშნულ გროვაში მიმდინარე შერწყმათა შედეგად გამოყოფილი მატერიის ნაკადი, საკვებით უზრუნველყოფს გალაქტიკის ცენტრში მოთავსებულ მასიურ შავ ხვრელს. ეს შავი ხვრელი, რომელსაც 150 მილიონი ჩვენი მზის მასა აქვს, კოსმოსში ტყორცნის მატერიისა და რადიაციის ნაკადებს. შედეგად, ფორნაქს A რადიოტალღათა უკაშკაშესი წყაროა მთელ გროვაში და მეოთხე ყველაზე კაშკაშა მთლიან ცაზე.  

გარდა ამისა, ფორნაქს A ასევე მასპინძლობს დაკვირვებადი ტიპის ოთხ სუპერნოვას. მიჩნეულია, რომ თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების სიკვდილით გამოწვეული ეს მასიური აფეთქებები ყველაზე კაშკაშა მომენტში ერთი და იგივე ინტენსივობისაა. ამ მიზეზით, ასტრონომებმა ისინი მანძილის გასაზომად გამოიყენეს: რაც უფრო მკრთალია ისინი, ჩვენგან დაშორებულია უფრო დიდი მანძილით — განმარტავს ESO. 







მომზადებულია space.com-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი