საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
589

პროკურატურაში ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების დაკითხვა დასრულდა

თათია ტაბეშაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-26 20:30:00

თბილისის პროკურატურაში ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების დაკითხვა დასრულდა. საგამოძიებო უწყებას მომხდარის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილის მეზობლებმა მიაწოდეს, მათ შორის იყო იმ კონფლიქტის მონაწილე პირიც, რომლის გამოც ნუცუბიძის პლატოზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. აღნიშნულმა პირმა მედიასთან საუბარი არ ისურვა.

ერთ-ერთი მოწმის, ქეთევან თოდრიას ინფორმაციით, გამოძიება სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საკითხით დაინტერესდა. 

„კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა სამართალდამცველების მხრიდან გადამეტების ფაქტი. მე ვუპასუხე - თქვენ როგორ ფიქრობთ, როცა ასეთი მდგომარეობაა, რომ კაცი ცუდად არის და კიდევ გრძელდება მისთვის ხელბორკილის დადება, არის ალბათ ხომ ეს ფაქტი გადმეტება. მე ხმა არ გამიგონია, რომ გარდაცვლილი ითხოვდა დახმარებას, ცუდად ვარო, მაგრამ ჯაჯგური რომ ჰქონდათ პატრულს და მას, ეს დავინახე“, - განაცხადა თოდრიამ

დღესვე გამომძიებლებმა გარდაცვლილის დედაც დაკითხეს. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პროკურატურასთან იმყოფებოდა გარდაცვლილის მეუღლეც, რომლის თქმით, ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდება. 

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემ
წაკითხვა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცავებს ჩაბარდა. კარლეს პუიჩდემონი ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიელი ძალოვანების კითხვებს
წაკითხვა
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ოპოზიციონერ
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლ
წაკითხვა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ დაჩი ფელდმანის მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებ
წაკითხვა