საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
411

ნილ სკოტმა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა

მარიამ მენაბდე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 11:44:00

გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე მსჯელობა გრძელდება. ამჯერად ნილ სკოტი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ გაერო-ს 17-პუნქტიანი გეგმის მე-16 მიზანზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. 

მდგრადი განვითარების მიზნების მე-16 პუნქტი მშვიდობას, სამართლიანობასა და ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობას გულისხმობს, რისი უზრუნველყოფაც გაერო-ს 193-ვე წევრ ქვეყანას ევალება, თუმცა მხოლოდ მოხალისეობრივი ფორმით, რადგან დოკუმენტი არ წარმოადგენს იურიდიულ ვალდებულებას. გაერო-ს წარმომადგენელმა განსაკუთრებული აქცენტი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაზე გააკეთა და სხვა პრიორიტეტებიც გამოყო.

„საქართველოში სიღარიბე უნდა აღმოიფხვრას, სასკოლო განათლება უნდა გაუმჯობესდეს, ყველა ადამიანს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, უნდა ჰქონდეს საშუალება, ხელი მიუწვდებოდეს ჯანდაცვის სისტემაზე. 

ამას კი სჭირდება დაგეგმვა, რომ აქ ცხოვრებით მომავალმა თაობამაც ისიამოვნოს, ამიტომ დაგეგმვა მდგრადი განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და, არსებითად, იგი საკმაოდ მარტივი გასაგებია"-აღნიშნა ნილ სკოტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

დიპლომატმა განვითარების გეგმაში ყველა ადამიანის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიო ქვეყნების გამოცდილებასაც კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.

საკითხებზე მსჯელობა 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებს მასშტაბური კონფერენცია "16+" დაეთმობა.

გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებში მონაწილე 193 წევრ ქვეყანას საქართველო 2015 წელს შეუერთდა.

კონფერენციაზე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გეგმაში საქართველოს ჩართულობაზე პრეზენტაცია გააკეთა, სადაც იმ პრიორიტეტებსა და ნაბიჯებზე ისაუბრა, რასაც ქვეყანა ამ მიმართულებით დგამს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორგ
წაკითხვა
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის
წაკითხვა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დ
წაკითხვა
გაეროს ექსპერტები - 2017 წლის აპრილში სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა
გაეროს ექსპერტები - 2017 წლის აპრილში სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა
გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ 2017 წლი
წაკითხვა
ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა
ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა.
წაკითხვა
რუსეთი წინააღმდეგია, გაერო-მ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი გამოიძიოს
რუსეთი წინააღმდეგია, გაერო-მ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი გამოიძიოს
რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიაშ
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრი გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მ
წაკითხვა
ნილ სკოტი - საქართველოს მთავრობის ღიაობის კუთხით უკვე დიდი სამუშაო ჩატარდა
ნილ სკოტი - საქართველოს მთავრობის ღიაობის კუთხით უკვე დიდი სამუშაო ჩატარდა
სამი საკითხი შეგვიძლია პრიორიტეტად დავასა
წაკითხვა