საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
522

დავით უსუფაშვილი - “შენების მოძრაობის“ პირველი საარჩევნო შედეგი დამაკმაყოფილებელია

მარიამ რუხაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 12:01:00

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა, - ასე აფასებს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ოპოზიციური პარტიის ლიდერმა წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნებზე ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში ისაუბრა. 

დავით უსუფაშვილის შეფასებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის თავისუფლება შეზღუდული იყო. 

"შენების მოძრაობის ლიდერი" პარტიის შედეგებსაც აფასებს და ამბობს, რომ  "შენების მოძრაობის” პირველი საარჩევნო შედეგი დამაკმაყოფილებელია. 

"ჩვენ მივიღეთ ფორმით არჩევითი, მაგრამ შინაარსით დანიშნული მერი, არადა არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც მართლა თავისუფალი გზით ხდება თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების გამოვლენა. 2020 წლისთვის "შენების მოძრაობაც" და ბევრი სხვა პოლიტიკური ძალაც გაცილებით უკეთ იქნება მომზადებული იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ და ქვეყანა საბოლოოდ წინ წავა, უბრალოდ ჩვენ ვკარგავთ ბევრ დროს, ბევრ რესურსს, რაც მთავარია ვკარგავთ მოსახლეობის იმედსა და ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი. ჩვენი ქვეყნის წინსვლა უკავშირდება ჩვენი თანამოქალაქეების მეტ თავისუფლებას, მათ შორის სწორედ არჩევნებში. ფაქტი, რომ შესაძლოა, ეს იყო უკეთესი არჩევნები იყო, ვიდრე 2012 წელს, ვერ გვამშვიდებს, რადგან ჩვენ სწორედ იმიტომ დავაღწიეთ თავი წინა რეჟიმს, რომ ყოფილიყო მეტი თავისუფლება. თავად “შენების მოძრაობისთვის” ეს იყო პირველი პოლიტიკური აქტიური ნაბიჯები, ჩვენი შედეგები დამაკმაყოფილებელია. ჩვენ 17 მუნიციპალიტეტში ვმონაწილეობდით და აქედან 8-ში მოვიპოვეთ წარმატება და გვეყოლება საკრებულოს წევრები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ. 
წაკითხვა
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა, თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია. &l
წაკითხვა
საარჩევნო დავების განხილვა გრძელდება -
საარჩევნო დავების განხილვა გრძელდება - "ლეიბორისტული პარტიის" სარჩელი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
ლეიბორისტული პარტიის სარჩელი მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა არ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
დავით უსუფაშვილი - არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა
დავით უსუფაშვილი - არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა,” ა
წაკითხვა
თვითმმართველ ქალაქებში ყველაზე მრავალპარტიული ფოთის საკრებულო იქნება, ყველაზე ნაკლებპარტიული კი ქუთაისის საკრებულო
თვითმმართველ ქალაქებში ყველაზე მრავალპარტიული ფოთის საკრებულო იქნება, ყველაზე ნაკლებპარტიული კი ქუთაისის საკრებულო
დედაქალაქის გარდა, ოთხი თვითმმართველი ქალ
წაკითხვა
რატომ არის მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლა
რატომ არის მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლა
საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, თუ რამდენად
წაკითხვა
ვაკეში, N12 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა
ვაკეში, N12 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა
მივიდა თუ არა პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე – ამ წუთებში ფალიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან იმყოფება გურამ როგავა, რომელი
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნები 2017 - ცესკო დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
თვითმმართველობის არჩევნები 2017 - ცესკო დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. მთელი დღის განმავლობაში ცესკო საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 24 საათიან
წაკითხვა