საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
508

გიორგი კვირიკაშვილი - გასულ წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რიცხვი 33%-ით არის გაზრდილი 

მაკა არჩევნიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 12:48:00

გასულ წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რიცხვი 33%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოზიტიური ტენდენციაა დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ზრდასთან დაკავშირებით. 

„გასულ წელთან შედარებით, 33%-ით არის გაზრდილი დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რიცხვი. ამ მაჩვენებელმა 860 000 მიაღწია. რაც ჩვენ ძალიან გვახარებს, აქედან ნახევარი საქართველოს მოქალაქეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ენთუზიაზმით მოგზაურობენ ასეთ ადგილებში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ნახევარი არის უცხოელი ვიზიტორი მსოფლიოს 97 ქვეყნიდან. ძალიან კარგია, რომ ასეთი სპექტრი გვაქვს. ეს ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სწორი სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით როგორც შიდა, ასევე გარე ტურიზმის წახალისება და ეს პირველ რიგში, ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს ჩვენი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ტურისტული ინფრასტურქტურისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის. ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ერთვება ისეთ პროგრამებში, როგორცაა „მიკრო გრანტების პროგრამა“, „უმასპინძლე საქართველოში“, აქვს შესაძლებლობა, რომ ამ პროგრამების მეშვეობით წამოიწყონ ბიზნესი, არჩინონ საკუთარი ოჯახი. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ 3 500 000 ლარი შეადგინა მარტო მარტვილის კანონისა და მისი შემოგარენის მოსახლეობისთვის შემოსავლებმა. ეს სწორედ იმითაა განპირობებული, რომ იქ აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ინფრასტრუქტურა მოეწყო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვის სამინისტროს,  მინისტრს გიგლა აგულაშვილს და ასევე სხვა უწყებებს. 

მისივე თქმით, გასახარია, რომ ახალი საოჯახო სასტუმროების რიცხვმა მოიმატა.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაძვირდა მიწის საფასური, მაგრამ ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს, რომ მოსახლეობამ იმის მაგივრად, რომ გაყიდოს საკუთარი ნაკვეთი თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ისინი ამჯობინებენ დარჩნენ, გამოიყენოს ის ინსტრუმენტები, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს, ადგილზე კარგად მოიკიდონ ფეხი და შემოსავალი გაიჩინონ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 21 საკითხის განხილვა. 
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა