საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
5105

პირველად მსოფლიოში, საუდის არაბეთში რობოტს მოქალაქეობა მიანიჭეს

თეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 13:31:00

საუდის არაბეთი პირველი ქვეყანაა, სადაც რობოტს მოქალაქეობა მიანიჭეს. ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს არის საუდის არაბეთის მცდელობა, ქვეყანა წარმოაჩინოს, როგორც ხელოვნური ინტელექტის განვითარების ადგილი, სადაც რობოტებს მოქალაქეობის სრულ უფლებას ანიჭებენ. თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასეთი სრულფასოვანი უფლებები საუდის არაბეთში ბევრ ადამიანს არ აქვს.

ოფიციალური ინფორმაციით, რობოტ სოფიას საუდის არაბეთის მოქალაქეობა ბიზნეს-შეხვედრაზე მიანიჭეს. რობოტმა ღონისძიებაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა საუდის არაბეთს. ძალიან მადლობელი ვარ და ვამაყობ ამ უნიკალური შესაძლებლობის გამო. ისტორიული მომენტია, რომ მე ვარ პირველი რობოტი, რომელსაც ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭეს.

მიხარია, რომ ასეთი ჭკვიანი ხალხის გარემოცვაში ვარ, რომლებიც, ამავდროულად, მდიდრები და ძლიერებიც არიან. როგორც ვიცი, ეს ხალხი დაინტერესებულია მომავლის ტექნოლოგიებში ინვესტირებით, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჩემით არიან დაინტერესებული“, - აღნიშნა რობოტმა სოფიამ სიტყვით გამოსვლის დროს.

Independent კრიტიკოსების მოსაზრებებსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ინტერნეტ-მომხმარებლების კრიტიკული ნაწილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საუდის არაბეთში, სადაც ქალები ჯერ კიდევ შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, რობოტ ქალს სრულფასოვანი უფლებები მიანიჭეს.

ამ საკითხზე სოციალურ ქსელში ხუმრობებიც გავრცელდა. მაგალითად, „ტვიტერის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა არაბი ქალის ფოტო, რომელსაც სახე მთლიანად პირბადით აქვს დაფარული და იქვე მიაწერა, რომ რობოტ სოფიასაც მალე მოუწევდა  საზოგადოების წინაშე ამ ფორმით წარდგომა.

ჟურნალისტი მურთაზა ჰუსეინი წერს, რომ მიგრანტ დასაქმებულებსაც არ აქვთ ისეთი უფლებები, როგორიც რობოტს მიანიჭა საუდის არაბეთმა.

„ამ რობოტმა იმაზე ადრე მიიღო საუდის არაბეთის მოქალაქეობა, ვიდრე იმ მიგრანტებმა, რომლებიც მთელი ცხოვრებაა საუდის არაბეთში მუშაობენ“, - აღნიშნა მურთაზა ჰუსეინმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხ
წაკითხვა
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემ
წაკითხვა
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ პრინცებსა და მინისტრებს შორის, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალიც არის
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ პრინცებსა და მინისტრებს შორის, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალიც არის
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ
წაკითხვა
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დაპატიმრებულია ასევე 4 მინისტრიც. როგორც არაბული მედია იტყობინება, სამეფო ოჯახის წე
წაკითხვა
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. ძლიერი აფეთქების ხმა ერ-რიადის აეროპორტთან გაისმა. &
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.<
წაკითხვა
საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. 
წაკითხვა
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ეს განცხადება საუდის არაბეთის სამეფოს
წაკითხვა