საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
629

კახა კალაძე - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია იქნება

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 13:35:00

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია იქნება, - ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

კალაძის თქმით, დღევანდელ აუდიენციაზე შეთანხმდნენ, რომ გენერალური გეგმის დოკუმენტის შესასწავლად, გარდამავალ პერიოდში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

„მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. იმ ჯგუფს, რომელსაც ჩვენ შევხვდით, დოკუმენტი უკვე წარმოდგენილი აქვს. ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი, გარდა ამისა, იყო საზოგადოებრივი განხილვებიც.

ჩვენ ვთხოვეთ, რომ ამ გარდამავალ პერიოდში შევქმნით რამდენიმეკაციან ჯგუფს, სადაც სხვადასხვა სპეციალისტი იქნება წარმოდგენილი. გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს და შევაფასებთ. ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ეს კოეფიციენტების საკითხია. მათ მოსაზრებას ვეთანხმებით, რომ ცენტრალურ რაიონებში k2 კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს. ახლაც შეზღუდულია და ეს მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიწათსარგებლობის გენერალური დოკუმენტი რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული, დოკუმენტი ყველანაირად გამართული უნდა იყოს. ეს ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია იქნება, რის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ქალაქი. 

თბილისის ქაოტურ განაშენიანებას, რაც ქალაქისთვის მართლაც სერიოზული პრობლემაა, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას“, - განაცხადა კალაძემ.

კორექტირებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის მერიაში 13 ნოემბერს შევა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური "გურამიშვილი" უახლ
წაკითხვა
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
ყველაზე მაგარი ტრანსპორტია და მოწესრიგებუ
წაკითხვა
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგა
წაკითხვა
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაც
წაკითხვა
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან ერთად დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზა დაათვ
წაკითხვა
მეეზოვეები კახა კალაძეს - თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს [ვიდეო]
მეეზოვეები კახა კალაძეს - თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს [ვიდეო]
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კ
წაკითხვა
კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა
კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კ
წაკითხვა
კახა კალაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
კახა კალაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კა
წაკითხვა