საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
10302

GOT-ის მე-8 სეზონის სპოილერი - ორი მთავარი პერსონაჟის დიდი შეხვედრა

თეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 15:19:00 განახლებულია 2017-10-27 16:39:00

გაფრთხილება - სტატია შეიცავს სპოილერს

„სამეფო კარის თამაშების“ მე-8 სეზონის შესახებ უცხოური გამოცემები ბევრს წერენ და აანონსებენ, რომ ახალ სეზონში ბევრი კვანძი გაიხსნება და ძალიან შთამბეჭდავი სცენები იქნება. როგორც express.co.uk წერს, ორი მთავარი პერსონაჟი, ბოლოსდაბოლოს, ერთმანეთს შეხვდება.

სანსა სტარკის როლის შემსრულებელმა სოფი ტერნერმა და ემილია კლარკმა, რომელიც დაენერის ტარგარიანს ასახიერებს, განაცხადეს, რომ მათი პერსონაჟები ერთმანეთს შეხვდებიან. ორივე მსახიობი ახლა ბელფასტში იმყოფება, სადაც სერიალის გადაღებები მიმდინარეობს.

Express.co.uk აღნიშნავს, რომ დაენერისი და სანსა ერთმანეთს მაშინ შეხვდებიან, როდესაც დრაკონების დედა ჩრდილოეთისკენ მიემგზავრება.

გამოცემა წერს, რომ ამ ორ ქალ პერსონაჟს შორის, შესაძლოა, გარკვეული დაძაბულობა წარმოიშვას ჯონ სნოუსა და დაენერისის ურთიერთობის გამო, რომელიც მე-7 სეზონში დაიწყო.

არ არის გამორიცხული, რომ სანსამ ეჭვიანობა დაიწყოს ჯონ სნოუსა და დაენერისის რომანტიკული ურთიერთობის გამო და სნოუს მიმართ ნდობა ისევ დაკარგოს.


„ჩვენ უკვე ვიხილეთ სანსას იმედგაცრუება იმის გამო, რომ ჯონი წარსულში მას აიგნორებდა და ამ ფაქტმა სანსა, შესაძლოა, იმ ზღვრამდე მიიყვანოს, რომლის გადაკვეთის შემდეგაც, ის თავისი ძმის მტერი გახდება.

გარდა ამისა, მე-8 სეზონში ჯონ სნოუს წარმომავლობის თემა უფრო მეტად გააქტიურდება და ამ საკითხის გარკვევამ სერიალში, შესაძლოა, ყველაფერი შეცვალოს. არსებობს მოლოდინი, რომ ჯონი „რკინის ტახტს“ დაიკავებს და სიმართლე საბოლოოდ გაირკვევა“, - წერს გამოცემა.

Express.co.uk განიხილავს სცენარის ალტერნატიულ ვერსიასაც, სადაც დაენერისი და სანსა ქმნიან ძლიერ ალიანსს არია სტარკთან ერთად.

მე-8 სეზონში დაენერისი „ღამის მეფის“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება - მას შემდეგ, რაც ყინულის დრაკონმა კედელი მთლიანად გაანადგურა.


როგორც ჯონ სნოუს როლის შემსრულებელმა კიტ ჰარინგტონმა განაცხადა, მან მე-8 სეზონის სცენარი წაიკითხა. ჰარინგტონის თქმით, მისთვის სერიალის დასრულება იმდენად ემოციურია, რომ სცენარის წაკითხვის შემდეგ ატირდა.

„ბოლოს ვიტირე, თუმცა არა იმიტომ, რომ სეზონის ბოლოს რაიმე განსაკუთრებული ხდება, არამედ იმიტომ რომ სერიალი უკვე რვა წელია გადის და არავინ განიცდის მის დასასრულს იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ, მსახიობები. საშინელი წელი მოდის, ვინაიდან მაყურებელთან დამშვიდობება მოგვიწევს“, - განაცხადა კიტ ჰარინგტონმა.

„სამეფო კარის თამაშების“ მე-8 სეზონი, HBO-სა და Sky Atlantic-ზე, სავარაუდოდ, 2019 წელს დაიწყება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
Game of Throne-ის ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდა
Game of Throne-ის ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდა
„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ლენა
წაკითხვა
როგორები იქნებოდნენ GOT-ის მსახიობები,
როგორები იქნებოდნენ GOT-ის მსახიობები, "ნათლიმამაში" რომ ეთამაშათ
"სამეფო კარის თამაშები" ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალია. მისი მსახი
წაკითხვა
"სამეფო კარის თამაშები” - როგორია მსახიობების რეალური სიმაღლე
"სამეფო კარის თამაშები" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია. HBO-ს რეიტინგულ შოუს მონაწილე მსახიობები მსოფლიო ვარსკვლა
წაკითხვა
HBO -ს ესპანეთის ფილიალმა, შეცდომით,
HBO -ს ესპანეთის ფილიალმა, შეცდომით, "სამეფო კარის თამაშების" ახალი სერია გაასაჯაროვა
HBO -ს ესპანეთის ფილიალმა, შეცდომით, &quo
წაკითხვა
ჰაკერები, რომლებმაც „სამეფო კარის თამაშების“ სცენარი მოიპარეს, გამოსასყიდს ითხოვენ
ჰაკერები, რომლებმაც „სამეფო კარის თამაშების“ სცენარი მოიპარეს, გამოსასყიდს ითხოვენ
ჰაკერები, რომლებმაც „სამეფო კარის თამაშების“ სცენარი მოიპარეს, გამოსასყიდს ითხოვენ. კიბერდამნაშავეებმა გამოაქვეყნეს სპეციალური მიმართვა, რო
წაკითხვა
Game Of Thrones-ის მე-4 სერია ჰაკერებმა ინტერნეტში გაავრცელეს
Game Of Thrones-ის მე-4 სერია ჰაკერებმა ინტერნეტში გაავრცელეს
Game Of Thrones-ის მე-4 სერია ჰაკერებმა ს
წაკითხვა
„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები ასეთ ფორმაში ჯერ არ გინახავთ - გლამურული ფოტოსესია
„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები ასეთ ფორმაში ჯერ არ გინახავთ - გლამურული ფოტოსესია
​მსოფლიოში ცნობილმა ფოტოგრაფმა მაილს ოლდრ
წაკითხვა
ლოს ანჯელესში „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის პრემიერა შედგა
ლოს ანჯელესში „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის პრემიერა შედგა
ლოს ანჯელესის Walt Disney Concert Hall-ში „სამეფო კარის თამაშების“ ახალი, რიგით მეშვიდე სეზონის პრემიერა შედგა. 
წაკითხვა