საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
412

ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ

ნინო ფისაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 16:06:00


საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დაკავებულთაგან, არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. 

ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ ბრალდებული პოლიციელები გიორგი სადაღაშვილი და ზურა რუსიშვილი დავალებას ასრულებდნენ, რომელიც ათმეთაურ ნუკრი ხაბელაშვილისგან მიიღეს და მათ მიმართ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა. 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს. უკვე დაიკითხა გარდაცვლილი ბექა ხახუბიას ძმა, გიორგი ხახუბია. ის გამოეხმაურა პატრულის ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მისი ძმა შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე დაკავებული იყო და უკანონოდ მოხდა მისი გათავისუფლება. გიორგი ხახუბიას განცხადებით, პატრულის არაკანონიერ ქმედების შედეგად იყო მისი ძმა მოკლული. მან ასევე თქვა, რომ მისი ძმის დაკავების შესახებ არ აქვს ინფორმაცია.

ადვოკატი ცინცაძე ფიქრობს, რომ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები კიდევ უფრო გაამყარებს დაცვის მხარის პოზიციას. 

საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს,  ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილსა და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, 17 მაისს გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიცია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბექა ხახუბიას მანქანის გაჩერებას ცდილობდა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა