საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
519

ევროკავშირი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

მარიამ მენაბდე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 16:11:00


ევროკავშირი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს. „მშვიდობის პრიზი“ იმ გამარჯვებულ ჟურნალისტსებს გადაეცემათ, რომლებიც სამაუწყებლო, ბეჭდურ, რადიო, ონლაინ ან ფოტო ჟურნალისტიკაში საქმიანობენ და თავიანთი ნამუშევრებით კონფლიქტის რეგიონებში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას უწყობენ ხელს. ნამუშევრების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი დაბალანსებული და პროფესიული სტანდარტები იქნება. ჟიური აგრეთვე დააკვირდება იმას, თუ რა გავლენა მოახდინა ნამუშევარმა გამოქვეყნების შემდეგ.

პროექტის სპეციალური პრიზის მოპოვების შემთხვევაში ერთ გამარჯვებულ ჟურნალისტს საშუალება ექნება ერთთვიანი პროფესიული მივლინებით ლონდონში, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ გაემგზავრებოს. საამისოდ ევროკავშირს გამარჯვებულისთვის 5000 ევრო აქვს გამოყოფილი. ნამუშევრების მთავარი დათქმა ისაა, რომ მასალა 2016 წლის 31 ოქტომბრიდან 2017 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა იყოს მომზადებული.

„მშვიდობის პრიზი“ ევროკავშირის 7 პრიზიდან ერთ-ერთია, რომელსაც ორგანიზაცია ჟურნალისტებს გადასცემს. ამ შემთხვევაში კონკურსი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფრთის ქვეშ ცხადდება, რომლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ერიკ ჰუგთან „მოამბემ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

„ჩვენი მიზანი კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების წახალისებაა. ეს ინიციატივა ჩვენი მანდატის ნაწილიცაა, რადგან ჩვენ ორიენტირებულები ვართ ნდობის აღდგენაზე. „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან“ (IWPR) ერთად ჩვენ ყოველწლიურად ვთანამშრომლობთ, ვაკვირდებით ჟურნალისტების ინტერესს და ვარჩევთ გამარჯვებულს, რომელიც ერთთვიანი პროგრამით ლონდონში, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ გაემგზავრება. ნამუშევრების მიღების ბოლო ვად პირველი ნოემბერია, ასე რომ დაინტერესებულებს ჯერ კიდევ აქვთ დრო. ჩვენ კი საუკეთესო მათგანს შევარჩევთ“,- აღნიშნა EUMM-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ერიკ ჰუგმა.

EUMM-ის მშვიდობის პრიზი ამ დროისთვის 4 ჟურნალისტს აქვს მოპოვებული. ერიკ ჰუგის თქმით, საშუალოდ კონკურსში 30 ადამიანი მონაწილეობს, ყველაზე დიდი მაჩვენებელი კი 43 დაინტერესებული ჟურნალისტი იყო. ორგანიზატორებისთვის ნამუშევრების მიწოდება ფოსტით, ელ-ფოსტით ან მისიის ოფისში მიტანითაა შესაძლებელი. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილე ჟურნალისტების რაოდენობა და ნამუშევრების ხარისხი უფრო მეტად გაიზრდება.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა