საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
493

გიორგი ალიბეგაშვილი - მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეროვნული სამსახური წინა პლანზე იქნა წამოწეული

ანა ბროლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 16:47:00


ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელს აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზეც მოუწევს მუშაობა. ამის შესახებ პირველ არხს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს.

„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩემი ინიციატივითა და ბატონი დავით ნარმანიას მხარდაჭერით აღვადგინეთ „ცისკარი“, 1852 წლიდან გამოსული, უკვე კულტურულ მემკვიდრეობად ქცეული ჟურნალი, რომელშიც ქართული თარგმანით ვბეჭდავდით აფხაზი ავტორის აფხაზურ ენაზე დაწერილ ტექსტს, ისევე როგორც ოსურ ენაზე დაწერილი ტექსტები ითარგმნებოდა ქართულად და პირიქით. ეს ჟურნალები იგზავნებოდა სოხუმსა და ცხინვალში და აღწევდა დანიშნულების ადგილამდე. საკრებულოს უკვე გადადგმული გვაქვს ნაბიჯები ამ მიმართულებით და ჩვენ სამუშაოს კიდევ უფრო გავაფართოვებთ“- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მისივე თქმით, ენის სახელმწიფო დეპარტამენტი 90-იან წლებამდე ფუნქციონირებდა, შემდეგ კი გაუქმდა. გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეროვნული სამსახური წინა პლანზე იქნა წამოწეული. 

„როგორც პრემიერის დავალებაშია მოცემული, უნდა შემუშავდეს დებულება, განისაზღვროს ყველა მიმართულება, ყველა ხაზი და ბუნებრივია, რომ ქალაქის წინაშე ვალდებული ვართ, შეძლებისდაგვარად დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე, აბრა იქნება ეს, თუ წარწერა“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. 

რაც შეეხება კითხვას, გააგრძელებს თუ თბილისის საკრებულოში საქმიანობას ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი პასუხობს, რომ მომავალი მოწვევის საკრებულოში საქმიანობას თანამდებობის გარეშე გააგრძელებს. 

„ჯერ ეს მოცემულობაა, რომ საკრებულოს რიგითი წევრი ვიქნები. შემდეგში საქმე როგორც მოითხოვს, ისე განვსაზღვრავ ყველაფერს, რა დატვირთვა და დროის როგორი შესაძლებლობა მექნება“, - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი პრემიერ-მინისტრმა, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშნა. გიორგი ალიბეგაშვილი ახალი მოწვევის საკრებულოში პროპორციული სიის მე-10 ნომერია. 

საკრებულოს წევრობასთან მისი ახალი თანამდებობა შეუთავსებელი არ არის, მაგრამ ის კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ვერ დაიკავებს. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ალიბეგაშვილი - ჩემს ადგილს ვხედავ საკრებულოში და რა დავალებასაც მივიღებ, შევეცდები, ღირსეულად გავართვა თავი
გიორგი ალიბეგაშვილი - ჩემს ადგილს ვხედავ საკრებულოში და რა დავალებასაც მივიღებ, შევეცდები, ღირსეულად გავართვა თავი
ჩემი მთავარი ამოცანა იყო, თბილისის საკრებ
წაკითხვა
გიორგი ალიბეგაშვილი -  პროექტები, რომლებსაც დღეს საკრებულომ დაუჭირა მხარი, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
გიორგი ალიბეგაშვილი - პროექტები, რომლებსაც დღეს საკრებულომ დაუჭირა მხარი, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი ან უარყოფითი დამოკ
წაკითხვა
ნაძალადევის რაიონში, მიტინგის ქუჩას ეკლესიის სახელი მიენიჭა
ნაძალადევის რაიონში, მიტინგის ქუჩას ეკლესიის სახელი მიენიჭა
ნაძალადევის რაიონში, მიტინგის ქუჩას ეკლესიის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ განკარგულება ქალაქ
წაკითხვა
გიორგი ალიბეგაშვილი - საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები
გიორგი ალიბეგაშვილი - საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები
თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება,
წაკითხვა
გიორგი ალიბეგაშვილი - ალეკო ელისაშვილის განცხადებები ხშირად არასერიოზულად აღიქმება
გიორგი ალიბეგაშვილი - ალეკო ელისაშვილის განცხადებები ხშირად არასერიოზულად აღიქმება
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდ
წაკითხვა
თბილისის საკრებულოსა და საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის საკრებულოსა და საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს
წაკითხვა
გიორგი ალიბეგაშვილი - კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ის მმართველი გუნდის მხარდამჭერი
გიორგი ალიბეგაშვილი - კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ის მმართველი გუნდის მხარდამჭერი
ნებისმიერი პირი, რომელიც მხილებული იქნება კორუფციაში, იგი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება, - ასე ეხმაურება დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომ
წაკითხვა
კულტურის ცენტრ „მუზაში“ მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა
კულტურის ცენტრ „მუზაში“ მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა
მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ ცნობილი ქართველი ხელოვანისა და საზოგადო მოღვაწის, მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნის საღამო გაი
წაკითხვა