საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
739

რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 17:17:00

საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია იმყოფება, რომელმაც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში შეხვედრები გამართა. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს გააცნეს ის საერთაშორისო გამოცდილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლები ხელმძღვანელობენ. 

როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რადკა ბეთჩევამ განაცხადა, პარლამენტის წევრებთან შეხვედრებზე ისაუბრეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ორგანიზაციის მართვის წესზე, შესყიდვების პროცედურებსა და რეკლამაზე. 

„პარლამენტში საკმაოდ ცოცხალი დისკუსიები გაიმართა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო გამოცდილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის კომერციული რეკლამისთვის 12 წუთია დაშვებული, მაშინ როცა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ სამ წუთს ითხოვს და ისიც - არა პრაიმტაიმში.

აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არ არის, ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვა მოხდეს კონკურსის საფუძველზე, თუმცა მატერიალური ქონების შეძენისას ეს აუცილებელია. ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ არჩევანი გააკეთოს არა ფასის, არამედ შინაარსისა და ხარისხის გათვალისწინებით. ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვის გაკონტროლებაც უნდა მოხდეს და შესაძლებელიც არის, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც თითოეული თეთრის ხარჯვა არის დასაბუთებული. 

გარდა ამისა, ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვა კონტროლდება შიდა და გარე აუდიტის მეშვეობით. საზოგადოებრივი მაუწყებელი სახალხო ფულით ფინანსდება და ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ირჩევს და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს მეშვეობით კონტროლდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობა. 

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლებს გარკვეული თანხა რჩებათ არა მხოლოდ ნაშთის, არამედ მოგების სახითაც და ეს შიდა რეგულაციებით კონტროლდება, რაც ბორდის პრეროგატივაა“, - განაცხადა რადკა ბეთჩევამ. 

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის, რადგან ის არ მაუწყებლობს მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, არამედ მოიცავს ყველა ჯგუფს.

„დღევანდელ შეხვედრაზე ევროპული პრაქტიკის შესახებ ვისაუბრეთ, დეპუტატებს მივაწოდეთ ინფორმაცია, ახლა გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს“, - განაცხადა რადკა ბეთჩევამ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების  საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
„დოიჩე ველეს“ წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობენ
„დოიჩე ველეს“ წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობენ
საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს, დღეს მას "
წაკითხვა
პირველი არხი არასაპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს
პირველი არხი არასაპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს
პირველი არხი კანონით განსაზღვრული ვალ
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის აუცილებლობაზე ჩვენი და ეუთო-ს სპეცწარმომადგენლის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა
თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის აუცილებლობაზე ჩვენი და ეუთო-ს სპეცწარმომადგენლის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით,
წაკითხვა
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. 
წაკითხვა