საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
305

ალექსანდრე ჯეჯელავამ და ქეთევან ციხელაშვილმა მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც აფხაზური ენის დაცვასა და განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 18:10:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც აფხაზური ენის დაცვასა და განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. 

ალექსანდრე ჯეჯელავამ და ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლაში ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან აფხაზურ ენაზე ზრუნვის კონსტიტუციურ ვალდებულებას.

„აფხაზური ენის დაცვისა და განვითარებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა იქნება. დღეს არსებული ვითარების ფონზე, ჩვენ ნამდვილად ორმაგი ძალისხმევა გვჭირდება ამ ენის გადასარჩენად და მასზე საზრუნავად. პროგრამა, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი, მომდევნო წლიდან ამოქმედდება“, - განუცხადა პირველ არხს ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი