საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
701

გია ვოლსკი - EBU-ს წარმომადგენლებმა გაგვაცნეს 72 ქვეყნის გამოცდილება, რომელიც კომერციულ რეკლამას, საბიუჯეტო ნაშთებსა და პროდუქციის შესყიდვას ზუსტად ისე არეგულირებს, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 18:35:00

„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებლობის ხარისხით გაცილებით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს არის და ასეთი ფორმით მისი არსებობა სახელმწიფოს ინტერესებშია - ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

ვოლსკის თქმით, საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებმა ქართველ დეპუტატებს 72 ქვეყნის გამოცდილება გააცნეს, რომელიც კომერციულ რეკლამას, რეკლამის განთავსების დროს, საბიუჯეტო ნაშთებსა და პროდუქციის შესყიდვის საკითხს ზუსტად ისე არეგულირებს, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი.

„ჩვენ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი გაცილებით უფრო მოკრძალებულია როგორც მასშტაბით, ასევე საორგანიზაციო პრივილეგიებით, როგორც ამას ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი უწოდებს. გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის. დაფინანსება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შემოსავლის გარკვეული პროცენტით ეძლევა, რომელსაც ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა ვერ შეცვლის. მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხიც აქედან გამომდინარეობს. 

მთავარია, რომ დამოუკიდებლობა სწორად და პროფესიონალურად იქნეს გამოყენებული. ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსიები კიდევ იქნება და ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სარჩული დაედება, მაგრამ სერიოზული საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნას დღეს ვიწყებთ, რომელიც ევროპულ სტანდარტს არათუ არ უნდა ჩამორჩებოდეს, არამედ უნდა აჭარბებდეს კიდეც“, - განაცხადა ვოლსკიმ. 

ვოლსკი აღნიშნავს, რომ მას საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებით კითხვები ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა, ცვლილებების მხარდაჭერას აპირებს.

„უამრავი კითხვა მქონდა, მაგრამ დღეს იმ ადამიანებს შევხვდით, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლების კორპორაციას ხელმძღვანელობენ და მათ ისეთი შიდა რეგულირება აქვთ, რომელიც გაცილებით უფრო მეტ უპირატესობას აძლევს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ მაუწყებლებს, ვიდრე ჩვენ ამას ვთავაზობთ. 

მთავარი თემა რაც წარმოიშვება ისაა, არის თუ არა კონტროლირებადი ის ხალხი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს ხელმძღვანელობს?! ამის არავითარი პირადი ან სამსახურებრივი ინტერესი არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებისთვის არ იარსებებს და შეხვედრაზე ისეთი მაგალითებიც განვიხილეთ, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს, რომ სამთავრობო ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული პოლიტიკური პოზიციონირება გააკეთოს და როგორც ტელევიზია კი არსებობს, მაგრამ ამ არსებობას არც გავლენა არ აქვს და, მითუმეტეს, ძალიან არაპოპულარულია“, - აღნიშნავს ვოლსკი. 

დეპუტატი ამბობს, რომ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს ელოდება, რომელიც სრულ, პირუთვნელ ინფორმაციას გაავრცელებს იმის შესახებ, რა ხდება არა მხოლოდ პოლიტიკურ ველზე, არამედ კულტურაში, სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში. 

„ინფორმაციას მოგვაწვდის, სად არის პრობლემები და რატომ არის ამდენი სოციალურად გაჭირვებული ადამიანი ჩვენ გარშემო. ასეთი საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოდინით არის გამსჭვალული ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილია“, - დასძინა ვოლსკიმ. 

საქართველოს ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრებს, რომელთაც ის საერთაშორისო გამოცდილება გააცნეს, რომლითაც ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლები ხელმძღვანელობენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გია ვოლსკი გიორგი მღებრიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს
გია ვოლსკი გიორგი მღებრიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. 
წაკითხვა
გია ვოლსკი - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ე.წ. ბონუსს სისტემას აუქმებს და ბლოკების დაშვებას უზრუნველყოფს, პატარა პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს
გია ვოლსკი - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ე.წ. ბონუსს სისტემას აუქმებს და ბლოკების დაშვებას უზრუნველყოფს, პატარა პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ე.წ
წაკითხვა
გია ვოლსკი - საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გიორგი მღებრიშვილის დაბარების მოთხოვნა პოლიტიკური ცირკის მოწყობის მორიგი მცდელობაა
გია ვოლსკი - საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გიორგი მღებრიშვილის დაბარების მოთხოვნა პოლიტიკური ცირკის მოწყობის მორიგი მცდელობაა
ეს არის რაღაც პოლიტიკური ცირკის მოწყობის მორიგი მცდელობა, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას, ს
წაკითხვა
გენდერული თანასწორობის საბჭომ ვანო ზარდიაშვილი და გია ვოლსკი ეთიკის წესების დარღვევაში დაადანაშაულა
გენდერული თანასწორობის საბჭომ ვანო ზარდიაშვილი და გია ვოლსკი ეთიკის წესების დარღვევაში დაადანაშაულა
გენდერული თანასწორობის საბჭომ ოპოზიციონერ
წაკითხვა
გია ვოლსკი -
გია ვოლსკი - "ნაციონალურ მოძრაობას" მეორე ტურში წარმატების იმედი არ ჰქონდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილი მეთოდია, როცა
წაკითხვა
გია ვოლსკი - ყიზილაჯლოში მომხდარზე ყველანაირი წინასწარი ლაპარაკი და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორი იქნება
გია ვოლსკი - ყიზილაჯლოში მომხდარზე ყველანაირი წინასწარი ლაპარაკი და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორი იქნება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზი
წაკითხვა
გია ვოლსკი თბილისში 2004-2013 წლებში გასხვისებული სკვერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გია ვოლსკი თბილისში 2004-2013 წლებში გასხვისებული სკვერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თბილისში 2004-2013 წლებში გასხვისებული სკვერების შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ინფორმაციას ავრცელებ
წაკითხვა
გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის წვრთნებზე - საჭიროა მოლაპარაკებები, საერთაშორისო მხარის კონცენტრაცია და მოთმინება
გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის წვრთნებზე - საჭიროა მოლაპარაკებები, საერთაშორისო მხარის კონცენტრაცია და მოთმინება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნების მიმდინარეობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წვრთნების ჩატარებ
წაკითხვა