საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3802

კონკურსში „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ პირველი არხისა და „რადიო 1“-ის ჟურნალისტებმა ეკატერინე კოპალიანმა, ნათია არველაძემ და მანანა დევაძემ გაიმარჯვეს

მარიამ მენაბდე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 19:03:00


საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კონკურსის „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე" გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა, რომლებმაც 2017 წელს საკონსტიტუციო საკითხებზე მასალები მოამზადეს. 

საუკეთესო სატელევიზიო ნაშრომის კატეგორიაში პირველ ადგილზე პირველი არხის ჟურნალისტი ეკატერინე კოპალიანი გავიდა, ხოლო მეორე ადგილი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა სოფო ზურაბიანმა დაიკავა.

საუკეთესო რადიოსიუჟეტის კატეგორიაში, პირველი ადგილი „რადიო 1“-ის ჟურნალისტმა ნათია არველაძემ დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე ასევე „რადიო 1“-ის ჟურნალისტი მანანა დევაძე გავიდა.

საუკეთესო ელექტრონული ნაშრომის კატეგორიაში პირველ ადგილზე რუსუდან მაჩაიძე, ხოლო მეორეზე მანანა ვარდიაშვილი გავიდა. 

რაც შეეხება საუკეთესო საგაზეთო ნაშრომებს, პირველი ადგილი ლელა დუმბაძემ, ხოლო მეორე ადგილი თიკო ოსმანოვამ დაიკავა.

ხუთწევრიანმა ჟიურიმ ჟურნალისტების საუკეთესო ნაშრომები სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიის პლატფორმიდან შეარჩია. მათი ნაწილი ფულადი პრიზებით, ნაწილი კი სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა. 

ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელა - საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა. 

მონაწილეები კი შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი, საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი. 

კონკურსი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა,  პროექტი "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტმა" განახორციელა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ პროექტს კონსტიტუციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მასზე მედიის გავლენის კონტექსტში დიდი დატვირთვა აქვს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის „ხა
წაკითხვა
პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა წარმატებით იასპარეზა
პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა წარმატებით იასპარეზა
საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტებმა მსოფლიო პროფესიული უნარების შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა. საერთაშორისო კონკურსში 77 ქვეყნის
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მსურველებს განაცხადების შეტანა 23 ოქტ
წაკითხვა
აბუ-დაბიში პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას
აბუ-დაბიში პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას
ქალაქ აბუ-დაბიში პროფესიული უნარების (Wor
წაკითხვა
გრანდიოზული შოუ მონაწილეებს არჩევს - რას გვთავაზობს ,,რანინა”
გრანდიოზული შოუ მონაწილეებს არჩევს - რას გვთავაზობს ,,რანინა”
კოსტავას 68 ნომერში, პირველი არხის შენობაში, ამ წუთებში 8-დან 13 წლამდე ბავშვების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. პირველი არხი პატარა მომღ
წაკითხვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინი ცნობილია - კონკურსში „თბილქალაქპროექტმა“ გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინი ცნობილია - კონკურსში „თბილქალაქპროექტმა“ გაიმარჯვა
უკვე ცნობილია როგორი იქნება პირველი არხის
წაკითხვა
თინათინ ბერძენიშვილი - შევეცადეთ, კონკურსი მაქსიმალურად საჯარო ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, დიზაინის შერჩევაში საზოგადოება ჩართულიყო
თინათინ ბერძენიშვილი - შევეცადეთ, კონკურსი მაქსიმალურად საჯარო ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, დიზაინის შერჩევაში საზოგადოება ჩართულიყო
მოხარული ვარ, რომ პირველი არხის ახალი შენ
წაკითხვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული
წაკითხვა