საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2849

მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 19:32:00

ამ დრომდე, ჩვენ მიერ დაფიქსირებული ყველა ასტეროიდი და კომეტა სათავეს მზის სისტემაში იღებდა. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ასტრონომებმა შენიშნეს ღრმა კოსმოსიდან მოსული პირველი „სტუმარი“. 

როგორც პირველადი დაკვირვებები გვათავაზობდა, იგი კომეტა უნდა იყოს; მისი სიჩქარე კი იმაზე მიუთითებს, რომ ის გამოტყორცნილია მეზობელი ვარსკვლავის სისტემიდან და არაა მზის გრავიტაციის მიერ დაჭერილი, როგორც ეს მზის სისტემის სხვა კომეტების შემთხვევაშია. შედეგად, საკითხი კიდევ უფრო იხლართება. 

პირველადი დაკვირვებები 18 ოქტომბერს, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტათა ცენტრმა (MPC) ჰავაიზე განთავსებულ ტელესკოპ Pan-STARRS 1-ით ჩაატარა. ორბიტის განსაზღვრის შემდეგ, ასტრონომებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ის არ უნდა ჰგავდეს აქამდე ნანახ სხვა არც ერთ კომეტას. 

„თუკი შემდგომი დაკვირვებები მისი ორბიტის უჩვეულო ბუნებას დაადასტურებს, ეს ობიექტი შეიძლება ვარსკვლავთშორისი კომეტის პირველი თვალნათელი შემთხვევა გახდეს“, — იუწყება MPC-ის დირექტორი გარეტ უილიამსი. 

ობიექტს ჰიპერბოლური ორბიტა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იმდენად სწრაფად მოძრაობს, რომ მზეს ვერ უნდა დაეჭირა. 

თავდაპირველად, ასტრონომები დარწმუნებული იყვნენ, რომ იგი კომეტა იყო და სახელწოდებაც შეურჩიეს — C/2017 U1; თუმცა, 25 ოქტომბერს, ჩილეში განთავსებული Very Large Telescope-ის მიერ გადაღებული ახალი სურათების წყალობით, კომეტის მახასიათებლები ვერ გამოვლინდა. 

ობიექტს ამჟამად A/2017 U1-ს უწოდებენ (A აღნიშნავს ასტეროიდს) და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოტენციური კომეტა ასტეროიდად შერაცხეს. თუმცა, ის ჯერ კიდევ უკიდურესად საინტერესოა. 

9 სექტემბერს, ობიექტმა მზეს 37,6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუარა, რა დროსაც, ის მზეს უდავოდ უნდა დაეწვა, მაგრამ როგორც ჩანს, ობიექტი იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ ჩვენმა ვარსკვლავმა ეს ვერ შესძლო. 

პირველი გამოჩენისას, კვლევები მიუთითებდა, რომ ობიექტი 26 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობდა. 

ამჟამად, ასტრონომები აქტიურად ცდილობენ მის შესახებ რაც შეიძლება მეტის შესწავლა მოასწრონ, სანამ იგი მზის სისტემას დატოვებს. ობიექტი დედამიწასთან ყველაზე ახლოს 14 ოქტომბერს მოვიდა — დაახლოებით 24 მლნ კილომეტრ მანძილზე. 

მკვლევართა შეფასებით, ამ ობიექტის სიგრძე 160 მეტრია, თუმცა მის შესახებ ჯერ კიდევ უამრავი რამ არ ვიცით. უპირველეს ყოვლისა — საიდან მოვიდა? 

მისი უკიდურესი ჰიპერბოლური ექსცენტრიტეტი 1,19-ს შეადგენს, რაც ძირითადად წარმოადგენს მის სავალ გზას მზის სისტემაში; გარდა ამისა, დედამიწასთან და მზესთან შედარებით უკიდურესად, 122°-ით გადახრილია მისი ორბიტა. ეს ყველაფერი ასტრონომებს აფიქრებინებს, რომ ის მზის სისტემის სტუმარია. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი მზის სისტემის პლანეტების ორბიტებს დისკოს ფორმაზე განვალაგებთ, A/2017 U1 ზედ ამ დისკის თავზე მოექცეოდა.  

გამოცემა Universe Today-ს ცნობით, მცირე პლანეტათა ცენტრის ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ეს ობიექტი ჩვენგან 25 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავ ვეგადან არის მოსული. 

აღსანიშნავია, რომ ასტრონომებს ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ ობიექტი, რომელიც მზის სისტემის მიღმა წარმოშობისაა. 










მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ასტროფიზიკოსები მზის სისტემაში შემოჭრილ პირველყოფილ კომეტას აკვირდებიან
ასტროფიზიკოსები მზის სისტემაში შემოჭრილ პირველყოფილ კომეტას აკვირდებიან
ასტრონომთა ჯგუფმა ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ ჯევიტის ხელმძღვან
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა  - ახალი კვლევა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა - ახალი კვლევა
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ასობით ათა
წაკითხვა
1 სექტემბერს, დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის
1 სექტემბერს, დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის
დედამიწის ორბიტის შიგნით, ათასობით სხეული
წაკითხვა
NASA დედამიწისკენ მომავალ ასტეროიდზე პლანეტარული თავდაცვის სისტემას გატესტავს
NASA დედამიწისკენ მომავალ ასტეროიდზე პლანეტარული თავდაცვის სისტემას გატესტავს
ჩვენი მზის სისტემა სავსეა კოსმოსური კლდოვ
წაკითხვა
NASA-მ ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია შეაჩერა
NASA-მ ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია შეაჩერა
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, NASA-ს ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია (Asteroid Redirect mi
წაკითხვა
დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების რისკი გაზრდილია - გაფრთხილება ჩეხი ასტრონომებისგან
დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების რისკი გაზრდილია - გაფრთხილება ჩეხი ასტრონომებისგან
ჩეხ ასტრონომთა განცხადებით, იზრდება შანსი, რომ ტაურიდების მეტეორული ნაკადიდან დედამიწას რომელ
წაკითხვა
NASA მისიას გაგზავნის ასტეროიდზე, რომელიც 10 000 $ კვადრილიონის ღირებულების მეტალს შეიცავს
NASA მისიას გაგზავნის ასტეროიდზე, რომელიც 10 000 $ კვადრილიონის ღირებულების მეტალს შეიცავს
შესაძლოა NASA-მ მარსზე ადამიანთა გაგზავნა
წაკითხვა