საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
15009

საზარელი პეპელა, რომელმაც ინტერნეტსივრცე წალეკა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 20:53:00

აქვს ექვსი ფეხი, ორი საცეცი, ოთხი ბუსუსიანი გამონაზარდი უკანა მხარეს — საზარელი პეპელა, რომელმაც ინტერნეტსივრცე შეძრა.  

გასულ კვირას, ინდონეზიელმა მამაკაცმა Facebook-ზე მწერის ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგ მთელ ინტერნეტს მოედო; დაიტოვა 40 000-ზე მეტი კომენატარი. 

სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის ენტომოლოგიის დეპარტამენტის მკვლევრის, გარი ჰეველის ცნობით, ეს მწერი Creatonotos gangis-ია.  

The Washington Post-ისთვის მიწერილ იმეილში ჰეველი აღნიშნავს, რომ ვიდეოში ასახული მწერი თავის ყნოსვის ჯირკვლებს იყენებს — უცნაურ, პატარა საცეცებს, რომლებითაც პარტნიორის მიზიდვას ცდილობს. 

მისი თქმით, მწერის მუცელზე განლაგებული ეს ჯირკვლები, ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ჩაფუშულია. 

პეპლის ეს სახეობა გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიის ზოგიერთ ნაწილში. 

ზრდასრულ მწერებს ყავისფერი ფრთები აქვთ, რომლებსაც მუქი ზოლი გასდევს. მუცელი წითელია, ხანდახან კი ყვითელი. 

მუცლის წვერზე, მამრებს აქვთ ოთხი შექცევადი კორემატა, რომლებიდანაც ფერომონებს გამოყოფს; ამ დროს ისინი მუცლის ზომაზე გრძლად იჭიმება. ფრთების შლილის სიგრძე 4 სანტიმეტრია. 

 








მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე