საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
866

დავით ჭიჭინაძე - პატარა ქვეყანა ვართ და შეიძლება ხუთლარიან პერანგში ექვსი ლარი გადაიხადო, რაზეც ქალაქში იტყვიან, რომ ფული „იჭმევა“

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 21:44:00

ვიცით, რომ შოუები უცხოურია, მათ იძენენ და ყველა წარმატებული პროექტი პრაქტიკულად, შეძენელია. შესაბამისად, იმ თანხით, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოეყოფა, ისეთ მეგაშოუს ვერ შევქმნით, რომელიც მსოფლიოს დაიპყრობს, ხოლო რაც შეეხება სერიალების ნაწილს, მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სერიალების მწარმოებელი არ უნდა იყოს - ამის შესახებ პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა.

დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ კანონში ცვლილებების განხორციელება სავალდებულოა, რათა საზოგადოებრივ მაუწყებელს მეტი დამოუკიდებლობა და საინტერესო ბადე ჰქონდეს, თუმცა არის რაღაც პუნქტები, რომელიც გასავლელი და შესაჯერებელია.

„შესყიდვებთან დაკავშირებით მუხლები არსებობს, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას ეხება. მზა პროდუქციასთან მიმართებაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ეს ვიღაცის საკუთრებაა და მას როგორც უნდა, ისე ყიდის. საზოგადოებრივის გადასაწყვეტია, შესყიდვას მოინდომებს თუ არა. რაც შეეხება სერიალების ნაწილს, მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სერიალების მწარმოებელი არ უნდა იყოს. შტატში რამდენი სცენარისტი უნდა გყავდეს, ხუთი, ათი? ვთქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთ სერიალს ერთი სცენარით იღებს და დეტექტიურ ჟანრში ერთი სცენარისტია, მაგრამ საზოგადოებრივს მხოლოდ იმ ოდენობის თანხა აქვს, რომ ერთი სერიალი გადაიღოს და მეორე სერიალს, რომელიც ყოფით ცხოვრებას და იუმორისტულ ჟანრს ეხება, სხვა სცენარი სჭირდება. მოთხოვნიდან გამომდინარე, მათ იმ მომენტში ფული ტყუილა უნდა ვუხადოთ. როცა ტელევიზიას სახელმწიფო აფინანსებს, ჩვენ ხელს კონკურენციას ვუშლით, რადგან სხვადასხვა სტუდიები შეიძლება ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ამით ცხოვრობენ. ისინი სერიალებს, როგორც კომერციულ ტელევიზიებზე ყიდიან, ასე უნდა გაყიდონ საზოგადოებრივ მაუწყებელზეც“, - აცხადებს დეპუტატი.

ჭიჭინაძეს იმის დაკონკრეტება ვთხოვეთ, რატომ არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს საკუთარი კონტენტის შექმნის საშუალება და არ ირჩევდეს გადაცემებს ხარისხის და არა ფასი მიხედვით.

„თუ ეს ხელმძღვანელობა ავირჩიეთ, ჩვენ მათ გემოვნებას უნდა ვენდოთ. ძველად, კინოსტუდია „ქართული ფილმი“ არსებობდა, რომელიც კინოს იღებდა და ყველამ იცოდა, რომ სცენარით დასაწვავი სახლი რომ იყო, ასევე სახელმწიფო ხარჯებით აგარაკი შენდებოდა და ხის შენობა იწვებოდა. ის სახლი შემდეგ სად ქრებოდა, ისევე როგორც მანქანები? - შეიძლება, სცენარით სერიალში ახალი მანქანაა, მაგრამ სად არის გარანტია, რომ ეს მანქანა არ იწვება და არ ფეთქდება? - იმ ახალი მანქანის ნაცვლად, სხვა მანქანა აფეთქდება. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ყველა სერიალზე კითხვა გაჩნდება? ჩვენთან პატარა ქვეყანაა და შეიძლება ხუთლარიან პერანგში ექვსი ლარი გადაიხადო, რაზეც ქალაქში იტყვიან, რომ ფული „იჭმევა“. შესაბამისად, ამით საზოგადოებრივის რეპუტაცია დაზიანდება და იმ შედეგს ვერ მივიღებთ, რაც უნდა მივიღოთ. თქვენ კომერციული ორგანიზაცია ხომ არ ხართ, რომ განვითარდეთ? თქვენ ფულს მთლიან შიდა პროდუქტზე მიბმული ღებულობთ და ამით საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელია. მედიასფერო არაფერ შუაშია, ვთვლით, რომ კარგი ცვლილებებია, მაგრამ პატარა სეგმენტია, სადაც გამჭვირვალობას ვერ ვხედავთ. წარმოების სეგმენტს ვგულისხმობ. ისეთი ხვრელებია, სადაც კითხვები რჩება. არ ვლაპარკობ, რომ რეჟისორის ან წამყვანის მოწვევა ტენდერით უნდა მოხდეს, ეს გადასაწყვეტია, მაგრამ თუკი ტექნიკური მხარე - კამერა, მაგიდა ტენდერით უნდა იყიდოთ, სერიალისთვის არ უნდა იყიდოთ? თუ თქვენ დასაბუთებულად წერთ, რომ სერიალისთვის მაგიდა და ტელევიზორი გჭირდებათ, ამას ტენდერი არ სჭირდება და ამის უფლება პირდაპირ გაქვთ. ეს რომ დაწეროთ, არ შეიძლება? რაც ეხება აზრს, ხარისხს, ინტელექტს, ფიქრს, იქ ტენდერი არ გამოვა და ეს გასაგებია, რადგან არ შეიძლება, ეს ტენდერით განსაზღვრო, მაგრამ იმ აზრის განხორციელებას რა ტექნიკური მხარეც სჭირდება, ამას განცხადების დაწერა სჭირდება“, - ამბობს ჭიჭინაძე.

დეპუტატი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი სერიალს იღებს, მან საჭირო ნივთები ფურცელზე უნდა ჩამოწეროს და სია შესყიდვების სააგენტოს მიაწოდოს, რითაც ტელევიზიის კონტროლი მოხდება.

„თქვენთან ტენდერი რა ნაწილშიც არსებობს, იმ ნაწილში უნდა დარჩეს. დაწერეთ, რომ მინდა, ვიყიდო ეს, ეს ნივთი ამის გასაკეთებლად მჭირდება და დამიფინანსეთ-თქო. ამას გაგზავნიდან ზუსტად სამი დღე სჭირდება. საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში შეგვიძლია, ეს ვადა შევამციროთ და 48 საათი ჩავწეროთ, რომ შემდეგ შესყიდვების სააგენტომ დაგიდასტუროთ. აქ ლაპარაკი ინფორმაციის მოპოვებაზეა. იცით, რაზე იბრძვით? - ვიღაცას ეზარება, ეს ფურცელი დაწეროს, ელექტრონული ფოსტით გააგზავნოს, მაგრამ ჩვენთვის კონტროლის მექანიზმი ესაა. ეს მოითხოვეთ და ეს გააკეთეთ თუ არა, ეს კონტროლის მექანიზმია. თუ ამას არ წერთ, მე როგორ გაგაკონტროლოთ? საზოგადოებრივი მაუწყებელი პროდუქტის შექმნაში შეზღუდული არ უნდა იყოს, თავად გადაწყვეტს, რომ ძვირიანი ნივთი უნდა იყიდოს, მაგრამ დაწეროს, რომ ძვირიანი იყიდოს. უბრალოდ, დაწეროს, რომ ეს სჭირდება მის გადაცემას და მის ე.წ. კონტენტს. ამის შეძენის პრობლემა მას არ ექნება, ვინაიდან ამას შესყიდვების სააგენტო გვიდასტურებს. თუ ჩვენ კონტროლის უფლება გვაქვს, იმ მექანიზმს ვთხოულობთ, რითაც შეიძლება ვაკონტროლოთ. თუ ეს მექანიზმი არ გვექნება, რაც უნდა ვიძახოთ, რომ კონტროლის უფლება გაქვს, მექანიზმი თუ არ მაქვს, დეპუტატები ხომ არ დავიწყებთ, მაღაზიებში სიარულს და გამოკითხვას? - ამისთვის სპეციალური სააგენტო არსებობს. ჩვენი პარტნიორები დონორები ვინც არიან, იძახიან, რომ რაც გამარტივებული წესით გვაქვს შესყიდვები, 2019 წლისთვის ისიც კი შეამცირეთო, რადგან ეს DCFTA-ის მოთხოვნაა“, - აღნიშნავს კანონმდებელი.

ამასთან, ჭიჭინაძე წინააღმდეგი არ არის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მიეცეს.

„ამ ნაწილში ხიფათს ვერ ვხედავ, რადგან ეს ტელევიზიას დიდ შემოსავლებს არ მოუტანს, თუ პრაიმტაიმი არ არის და სამი წუთია, ამაში პრობლემა არ არის. მინდა, რომ კარგი ტელევიზია იყოს. ეს ტელევიზია მე-20 საუკუნის პროექტია და 21-ე საუკუნეში გვინდა, ინფორმაცია ტელეფონში გვქონდეს. ეკონომიკაც ციფრულად უნდა გადავიდეს“, - დასძენს ჭიჭინაძე.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების  საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
რატომ არ ჩაატარა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეგზიტპოლი თვითმმართველობის არჩევნებზე
რატომ არ ჩაატარა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეგზიტპოლი თვითმმართველობის არჩევნებზე
პირველი არხი ელოდება ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს, რომელიც დაახლოებით ღამის 12 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მ
წაკითხვა
პირველმა არხმა და შსს-ს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმეს
პირველმა არხმა და შსს-ს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმეს
პირველ არხსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთშეთანმხება მხარეებს შორის ინფორმაცი
წაკითხვა
„ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი“ - საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ პროექტს იწყებს
„ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი“ - საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ პროექტს იწყებს
ხარ თუ არა მეექვსეკლა
წაკითხვა