საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
657

გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას

გამოქვეყნებულია 2017-10-27 22:05:00

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინიცირებულ კანონპროექტს გაეცნენ. კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ევროპელ სტუმრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვების, რეკლამის განთავსების და მაუწყებლობის სახელმწიფო დაფინანსების საკითხები გააცნეს და მათი მხრიდან რეკომენდაციები და ევროპული ქვეყნების პრაქტიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის ქვეყნებში აერთიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავს ორგანიზაციებს, ანუ იმ მაუწყებლებს, რომლებსაც ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელის ანალოგიური ორგანიზაციული-სამართლებრივი ფორმა აქვთ. 

შეხვედრაზე განვიხილეთ შესაბამისი საკითხები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს, რეკლამის განთავსებას, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსებას შეეხება. ევროპელი სტუმრების მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათი რეკომენდაციები, რჩევები და შეფასებები და გავეცანით იმ პრაქტიკას, რაც ევროპის მსგავს ორგანიზაციებშია დანერგილი. მსჯელობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფის წევრმა გიორგი ხატიძემ. 

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას გიორგი ვოლსკი, დავით მათიკაშვილი, ისკო დასენი და დავით ჭიჭინაძე დაესწრნენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიურ
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინან
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმამდე უნდა შეამ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი -  2018  წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
2018  წლის ბიუჯეტი   ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრე
წაკითხვა
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ი
წაკითხვა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. 
წაკითხვა