საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1057

გამთენიისას საქართველოს ბიორკი ესტუმრება

ლიზა ციციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-28 00:13:00

პირველი არხის ინფორმაციით, ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოს დღეს, გამთენიისას ესტუმრება. სავარაუდოდ, მუსიკოსი სასტუმრო „რუმსში“ დაბინავდება.

ცნობილი გახდა, რომ ბიორკის სურვილია, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების მკაფიოდ დაცვის გარდა, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით იყოს მორთული - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზატორებმა გაავრცელეს. როგორც SOU festival-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ბიორკის მოთხოვნა, რასაკვირველია, შესრულდება.

ბიორკი კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს. 

დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით, თბილისს ასევე ცნობილი ისლანდიელი, ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი ესტუმრება. ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ორივე კონცერტზე უდირიჟორებს. 

ბიორკის პროგრამა ორივე კონცერტის შემთხვევაში იდენტური იქნება. კომპოზიციები, ძირითადად, მისი 2015 წლის ალბომიდან Vunicura შესრულდება. Vulnicura Strings ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს. 

ოპერის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი, რომელთა ფასიც 200-დან 590 ლარამდე მერყეობს.

ბიორკს კონცერტის გარდა დაგეგმილი აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, იმერეთში, სხვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
„მოგზაურობა გულისკენ“ - კეიკო მაცუი თბილისში კონცერტის გასამართად ემზადება
„მოგზაურობა გულისკენ“ - კეიკო მაცუი თბილისში კონცერტის გასამართად ემზადება
8 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზ
წაკითხვა
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ბიორკმა მადლობის ტექსტი ინსტაგრამზე ქართულად დაწერა
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ბიორკმა მადლობის ტექსტი ინსტაგრამზე ქართულად დაწერა
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ლეგ
წაკითხვა
ბიორკის კონცერტი დაიწყო - პირველი ვიდეოკადრები საკონცერტო დარბაზიდან
ბიორკის კონცერტი დაიწყო - პირველი ვიდეოკადრები საკონცერტო დარბაზიდან
თბილისის საკონცერტო დარბაზში
წაკითხვა
ბიორკის კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში
ბიორკის კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ისლანდიე
წაკითხვა
კრის რი ბენდთან ერთად საქართველოს ეწვევა
კრის რი ბენდთან ერთად საქართველოს ეწვევა
ბრიტანელი პოპისა და როკ-მუსიკის შემსრულებელი კრის რი ბენდთან ერთად საქართველოს ეწვევა.  
წაკითხვა
Björk უკვე თბილისშია
Björk უკვე თბილისშია
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი უკ
წაკითხვა
Björk-ის სურვილია, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით გაფორმდეს
Björk-ის სურვილია, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით გაფორმდეს
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის
წაკითხვა