საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
576

ათენის „პანათინაიკოსმა“ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი უკანასკნელ წამზე დაამარცხა

დავით ბანანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-28 00:53:00

მე-5-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ათენის „ოაკას“ დარბაზში შედგა, სადაც „პანათინაიკოსმა“ სტამბოლის „ფენერბახჩეს“ უმასპინძლა. თამაშმა აშკარად გაამართლა გულშემატკივართა დიდი მოლოდინი. დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას ჟელიკო ობრადოვიჩის ფაქტორი სძენდა, რომელიც ამჟამად „ფენერბახჩეს“ თავკაცია. შეგახსენებთ, რომ სერბი მწვრთნელი „პაოს“ 13 წლის განმავლობაში წვრთნიდა და გუნდს 5-ჯერ მოაგებინა ევროლიგა. გასულ წელს კი, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჯილდოს, ობრადოვიჩი „ფენერბახჩესთან“ ერთად დაეუფლა. 

შეხვედრას რაც შეეხება, ის სტუმრებმა გაცილებით კარგად დაიწყეს და დაახლოებით, მესამე მეოთხედის ბოლომდე ლიდერობდნენ კიდეც. დარჩენილ დროში კი, მასპინძლებმა გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერით, საოცარი დაბრუნება შემოგვთავაზეს. ნიკოს პაპასის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ათენელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო წამებს უდიდესი ინტრიგა დაუბრუნეს. 

მატჩის დასრულებამდე 53 წამით ადრე, სტამბოლელების იტალიელი ფორვარდის, ლიუჯი დატომეს ორი ზუსტი საჯარიმო ტყორცნით სტუმრები 68-67 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ორივე გუნდმა შეტევა გააფუჭა. უკანასკნელ წამზე კი, „პანათინაიკოსის“ იერიში პაპასის შედეგიანი სამქულიანით დასრულდა და ბერძნებმა ანგარიშით 70-68 გაიმარჯვეს. 

პაპასმა აღნიშნულ დაპირისპირებაში 24 ქულა მოაგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბერძნულ გუნდს მიმდინარე ტურნირზე ორი მოგება და ორი წაგება აქვს. „პანათინაიკოსის“ შემდეგი მეტოქე „ბასკონია“ იქნება. სტამბოლის ფენერბახჩე კი, „ვალენსიას“ შეხვდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ევროლიგის“ მეხუთე ტური „ბარსელონა“-„ოლიმპიაკოსის“ შეხვედრით დასრულდა
„ევროლიგის“ მეხუთე ტური „ბარსელონა“-„ოლიმპიაკოსის“ შეხვედრით დასრულდა
საკალათბურთო „ევროლიგაზე“, მეხუთე ტურის დასკვნით შეხვედრაში, „ბარსელონამ“ საკუთარ დარბაზში პი
წაკითხვა
სტამბოლის „ფენერბახჩემ“ ევროლიგის მეხუთე ტურში ესპანური „ვალენსია“ დაამარცხა
სტამბოლის „ფენერბახჩემ“ ევროლიგის მეხუთე ტურში ესპანური „ვალენსია“ დაამარცხა
საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე, მეხუთე ტურის შეხვედრაში ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა სტამბოლის „
წაკითხვა
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგის გათამაშებაზე ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგის გათამაშებაზე ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა
„ბასკონიას“ წარუმატებელი სერია საკალათბურთო „ევროლიგის“ მიმდინარე გათამაშებაზე გრძელდება. ესპ
წაკითხვა
ცსკა-მ „ეფესის“ წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
ცსკა-მ „ეფესის“ წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
საკალათბურთო ევროლიგის მე-5 ტური დღეს სტამბოლის „ეფესის“ და მოსკოვის ცსკა-ს შეხვედრით გაგრძელ
წაკითხვა
„ევროლიგის“ მეოთხე ტურში „ბარსელონა“ მილანის „ოლიმპიასთან“ დამარცხდა
„ევროლიგის“ მეოთხე ტურში „ბარსელონა“ მილანის „ოლიმპიასთან“ დამარცხდა
„ევროლიგის“ მიმდინარე გათამაშებაში „ბარსელონა“ ჯერ წარუმატებლად ასპარეზობს. ესპანურმა კლუბმა დღეს სტუმრად მილანის „ოლიმპიასთან“ წააგო. იტალიაში გ
წაკითხვა
თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და „ბასკონიას“ მორიგი მარცხი „ევროლიგაზე“
თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და „ბასკონიას“ მორიგი მარცხი „ევროლიგაზე“
საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა „ბასკონია“. პაბლო პრიჯიონის გ
წაკითხვა
„მაკაბის“ პირველი მარცხი „ევროლიგის“ გათამაშებაზე
„მაკაბის“ პირველი მარცხი „ევროლიგის“ გათამაშებაზე
საკალათბურთო „ევროლიგის“ მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა თელ ავივის „მენორა მივტაჩიმ არენაზე
წაკითხვა
საკალათბურთო „ევროლიგის“ მესამე ტური „ხიმკი“-„ცრვენა ზვეზდას“ მატჩით გაიხსნა
საკალათბურთო „ევროლიგის“ მესამე ტური „ხიმკი“-„ცრვენა ზვეზდას“ მატჩით გაიხსნა
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე მესამე ტურის ერთი შეხვედრა უკვე დასრუ
წაკითხვა