საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
518

გიორგი შერმადინის „უნიკახა“ ევროლიგის მეხუთე ტურში „ვალენსიასთან“ განადგურდა

დავით ბანანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-28 01:03:00

საკალათბურთო ევროლიგის გათამაშების მე-5 ტური „ვალენსია“-„უნიკახას“ შეხვედრით დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ თამაშმა ინტრიგა პირველივე მეოთხედის შემდეგ დაკარგა. ვალენსიელებმა საწყისი ათწუთიანი მონაკვეთი 31-11 მოიგეს. ესპანეთის მოქმედი ჩემპიონები დიდი შესვენების წინ 32 ქულის სხვაობით იგებდნენ. დასკვნითი ორი მეოთხედი კი, სრულ ფორმალობად იქცა. „უნიკახას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოან პლაზამ გიორგი შერმადინს ძირითად ხუთეულში არ დააწყებინა. საქართველოს ნაკრების ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მხოლოდ 9:44 წუთი დაჰყო. შერმადინმა 2 ქულა და 2 მოხსნა გააკეთა. „ვალენსიას“ შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი ერიკ გრინს ჰქონდა. ამერიკელმა უკანახაზელმა 19 ქულა მიითვალა აქტივში. ალბერტო აბალდეს მონაგარმა 18 ქულა შეადგინა. „ვალენსია“ ოთხი ტურის შემდეგ სამი მოგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მალაგას „უნიკახა“ ერთი მოგებით და სამი მარცხით გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ გიორგი შერმადინის „უნიკახა“ დაამარცხა
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ გიორგი შერმადინის „უნიკახა“ დაამარცხა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრებიდან ქართველ გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს მალაგას „
წაკითხვა
გიორგი შერმადინის 13 ქულა და „უნიკახას“ გამარჯვება სტამბოლში
გიორგი შერმადინის 13 ქულა და „უნიკახას“ გამარჯვება სტამბოლში
საკალათბურთო „ევროლიგის“ მე-5-ე ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის მალაგას „უნიკახამ“ გასვლაზ
წაკითხვა
გიორგი შერმადინმა „უნაკახას“ შემადგენლობაში სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა
გიორგი შერმადინმა „უნაკახას“ შემადგენლობაში სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა
მალაგას „უნიკახაში<
წაკითხვა
გიორგი შერმადინის „უნიკახა“ გერმანულ „ბროზესთან“ დამარცხდა
გიორგი შერმადინის „უნიკახა“ გერმანულ „ბროზესთან“ დამარცხდა
თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ მსგავსად, “ევროლიგის“ მესამე ტურში, დამარცხდა გიორგი შერმადინის
წაკითხვა
გიორგი შერმადინის „უნიკახა“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა
გიორგი შერმადინის „უნიკახა“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტური მადრიდის „რეალისა“ და მალაგას „
წაკითხვა
„უნიკახას“ მარცხი „ოლიმპიაკოსთან“ - შერმადინმა 5 ქულა მოიპოვა
„უნიკახას“ მარცხი „ოლიმპიაკოსთან“ - შერმადინმა 5 ქულა მოიპოვა
საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშების პირვ
წაკითხვა
„ბეტისთან“ მოგებულ მატჩში გიორგი შერმადინმა 10 ქულა მოიპოვა
„ბეტისთან“ მოგებულ მატჩში გიორგი შერმადინმა 10 ქულა მოიპოვა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში  გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ მესამე გამარჯვება მოიპოვა. მ
წაკითხვა
გიორგი შერმადინის 12 ქულა და „უნიკახას“ გამარჯვება „ფენერბახჩესთან“
გიორგი შერმადინის 12 ქულა და „უნიკახას“ გამარჯვება „ფენერბახჩესთან“
გიორგი შერმადინის „უნ
წაკითხვა