საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1289

Björk უკვე თბილისშია

ლიზა ციციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-28 10:28:00


ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი უკვე თბილისშია. ის საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა. 

Björk კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს. კონცერტებს წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS.

დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით, თბილისს ასევე ცნობილი ისლანდიელი, ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი ესტუმრება. ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ორივე კონცერტზე უდირიჟორებს. 

ბიორკის პროგრამა ორივე კონცერტის შემთხვევაში იდენტური იქნება. კომპოზიციები, ძირითადად, მისი 2015 წლის ალბომიდან „Vunicura“ შესრულდება. „Vulnicura Strings“ ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს. 

ოპერის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი, რომელთა ფასიც 200-დან 590 ლარამდე მერყეობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ბიორკის სურვილია, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების მკაფიოდ დაცვის გარდა, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით იყოს მორთული. როგორც SOU festival-ის წარმომადგენლები ამბობენ, ბიორკის მოთხოვნა, რასაკვირველია, შესრულდება.

Björk კონცერტის გარდა, დაგეგმილია ისლანდიელი მუსიკოსის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, იმერეთში, სხვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
„მოგზაურობა გულისკენ“ - კეიკო მაცუი თბილისში კონცერტის გასამართად ემზადება
„მოგზაურობა გულისკენ“ - კეიკო მაცუი თბილისში კონცერტის გასამართად ემზადება
8 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზ
წაკითხვა
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ბიორკმა მადლობის ტექსტი ინსტაგრამზე ქართულად დაწერა
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ბიორკმა მადლობის ტექსტი ინსტაგრამზე ქართულად დაწერა
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ლეგ
წაკითხვა
ბიორკის კონცერტი დაიწყო - პირველი ვიდეოკადრები საკონცერტო დარბაზიდან
ბიორკის კონცერტი დაიწყო - პირველი ვიდეოკადრები საკონცერტო დარბაზიდან
თბილისის საკონცერტო დარბაზში
წაკითხვა
ბიორკის კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში
ბიორკის კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ისლანდიე
წაკითხვა
კრის რი ბენდთან ერთად საქართველოს ეწვევა
კრის რი ბენდთან ერთად საქართველოს ეწვევა
ბრიტანელი პოპისა და როკ-მუსიკის შემსრულებელი კრის რი ბენდთან ერთად საქართველოს ეწვევა.  
წაკითხვა
გამთენიისას საქართველოს ბიორკი ესტუმრება
გამთენიისას საქართველოს ბიორკი ესტუმრება
პირველი არხის ინფორმაციით, ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოს დღეს, გამთენიის
წაკითხვა
Björk-ის სურვილია, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით გაფორმდეს
Björk-ის სურვილია, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით გაფორმდეს
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის
წაკითხვა