საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
581

ტყიბულის შახტში გარდაცვლილის ოჯახს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს და გამოძიების დასრულებას ელოდება

ირმა ჭოლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-28 11:15:00

ტყიბულის შახტში გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან. მათ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.

დაღუპულის მეუღლე მაია ფორჩხიძე პირველ არხთან საუბრისას ამბობს, რომ მისი მეუღლე შახტაში წამყვან სპეციალისტად ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა. ოჯახი უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევაზე საუბრობს და ამბობს, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო, დაზღვეული არავინ არის.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ, რადგან დავით ფორჩხიძეს სამი შვილი დარჩა, მეშახტე ოჯახის ძირითადი მარჩენალი იყო.ოჯახს უკვე შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დავით ფორჩხიძე გუშინ დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

კომპანიამ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ გუშინ განცხადება გაავრცელა. კომპანიამ მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტყიბულის შახტში სპეციალური კომისია მუშაობს - რა დეტალები გახდა ცნობილი მომხდართან დაკავშირებით
ტყიბულის შახტში სპეციალური კომისია მუშაობს - რა დეტალები გახდა ცნობილი მომხდართან დაკავშირებით
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ამ წუთებში სპეციალური კომისია მუშაობს. კომისიის წევრები შემთხვევის ადგილს სწავლობენ. მომხდარ ფაქტზე გამო
წაკითხვა
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ერთი
წაკითხვა
უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე დონეცკის „შახტარმა“ „ვერესს“ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა
უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე დონეცკის „შახტარმა“ „ვერესს“ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა
უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის VII ტურის მატჩში დონეცკის „შახტარმა“ „ვერესს“ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და სამი ქულა მარტივად მოიპოვა.<
წაკითხვა
გიორგი არაბიძე მთავარ „შახტარში“ ვარჯიშობს
გიორგი არაბიძე მთავარ „შახტარში“ ვარჯიშობს
გიორგი არაბიძე დონეცკის „შახტარის“ მთავარ გუნდში დააწინაურეს. კლუბი უკრაინის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც 27 აგვისტოს ლ
წაკითხვა
არაბიძე „შახტარმა“ პრემიერლიგის განაცხადში შეიყვანა
არაბიძე „შახტარმა“ პრემიერლიგის განაცხადში შეიყვანა
გიორგი არაბიძე დონეცკის „შახტარმა“ უკრაინის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის განაცხადში შე
წაკითხვა
დავით ხოჭოლავა - შევეცდები, ჩემს პოზიციაზე საუკეთესო გავხდე
დავით ხოჭოლავა - შევეცდები, ჩემს პოზიციაზე საუკეთესო გავხდე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კანდიდატს, დავით ხოჭოლავას დონეცკის „შახტარის“ პრეს-სამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა. ფეხბურთელმა ახალ გუნდზე
წაკითხვა
ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ - პროფკავშირების გაერთიანება სამგლოვიარო მარშის მოსაწყობად ემზადება
ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ - პროფკავშირების გაერთიანება სამგლოვიარო მარშის მოსაწყობად ემზადება
ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.  ალეკო ჭელიშვ
წაკითხვა
მაღალი რისკის შემცველ საწარმოებში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება - მეშახტეები მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ
მაღალი რისკის შემცველ საწარმოებში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება - მეშახტეები მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ
ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მაღალი რისკის შემცველ საწარმოებში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. შრომითი ინსპექციის უფლებამოსილების გაზ
წაკითხვა