საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1288

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში სპეციალური კომისია მუშაობს

ირმა ჭოლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-28 12:21:00


ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, შემთხვევის ადგილზე სპეციალური კომისია მუშაობს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. 

მინდელის სახელობის შახტში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მათი გადაწყვეტილებით, ადგილზე მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა, რადგან სამთო მასის ჩამოშლა მიმდინარეობს. შესაბამისად, გაიცა განკარგულება, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ გამაგრებითი და გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდეს. 

ვიდრე ადგილი სრულყოფილად არ დათვალიერდება, შემთხვევის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ. გარდა ამისა, შესასწავლია დოკუმენტაცია.

„პერიოდულად მიმდინარეობს შემოწმება, ექვს თვეში ერთხელ ან არაგეგმურად. უბედური შემთხვევების დროს, ტექნიკური ხარვეზები ხშირად არის, თუმცა კრიტიკული შეუსაბამობები იშვიათად. ძირითადად, არის პირველი ან მეორე ხარისხის არსებითი შეუსაბამობები“, - განუცხადა პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დავით ფორჩხიძე გუშინ დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

კომპანიამ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ გუშინ განცხადება გაავრცელა. კომპანიამ მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კვლავ უცნობია, რა გახდა ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევის მიზეზი - გარდაცვლილის ოჯახი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობს
კვლავ უცნობია, რა გახდა ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევის მიზეზი - გარდაცვლილის ოჯახი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობს
რა გახდა ტყიბულის შახტში
წაკითხვა
რიმა ბერაძე - შეიქნება სპეციალური კომისია, რომელიც ელიავაზე ხანძრის მიზეზებსა და ზარალის ოდენობას შეისწავლის
რიმა ბერაძე - შეიქნება სპეციალური კომისია, რომელიც ელიავაზე ხანძრის მიზეზებსა და ზარალის ოდენობას შეისწავლის
თბილისის საკრებულოს წევრის, რიმა ბერაძის
წაკითხვა
 საპარლამენტო უმცირესობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს
საპარლამენტო უმცირესობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს
 საპარლამენტო უმცირესობაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ. 
წაკითხვა
სტიქია კახეთში -  სოფელ კარდანახის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
სტიქია კახეთში - სოფელ კარდანახის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
განადგურებული მოსავალი, დაზიანებული ნაკვეთები და სახურავების გარეშე დარჩენილი სამეურნეო დაწესებულებები - 
წაკითხვა
ყვარელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ყვარელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ყვარელში მეორე დღეა სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაზარალებულ ოჯახებში მდგომარეობას  ამ წუთებშ
წაკითხვა
ქობულეთში სასტუმროების შემოწმება იწყება
ქობულეთში სასტუმროების შემოწმება იწყება
შემზარავი ტრაგედიის
წაკითხვა