საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1640

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის ცხედრის რუსთავში გადასვენების მიზეზებს განმარტავს

გამოქვეყნებულია 2017-10-28 18:24:00

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„​მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის ცხედრის სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის რუსთავის განყოფილებაში გადასვენებამ  საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც ბიურო განმარტავს:

სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით (ISO-17025) და ასევე, გახლავთ „სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი“-ს (ENFSI) სრულუფლებიანი წევრი. ზემოაღნიშნული ავალდებულებს ბიუროს, განუხრელად დაიცვას ყველა ის სტანდარტი, რომელსაც იცავს ENFSI-ის წევრი ქვეყნების საექსპერტო დაწესებულებები. 

სტანდარტი გულისხმობს, კონკრეტული ექსპერტიზების ჩატარების წესის დაცვის გარდა, სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის ვალდებულების შესრულებას, როგორიცაა, მაგალითად, შრომის უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნული ყოველწლიურად მკაცრად კონტროლდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ. 

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დეპარტამენტში (თბილისი) მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებისა და სტანდარტების დაცვის მიზნით, პერიოდულად ხორციელდება ტექნიკური ხასიათის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, სატვირთო ლიფტის პროფილაქტიკური-სარემონტო სამუშაოები.

სატვირთო ლიფტით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ხდება გარდაცვლილების გადაყვანა სასექციო განყოფილებაში, რომელიც შენობის მე-4 სართულზე მდებარეობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანიაბ აღნიშნული ლიფტის გამართულობა. 

პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვისას, წინასწარი შეტყობინებით ეცნობება შსს-ს შესაბამის სამსახურებს, რათა კონკრეტულ პერიოდში არ მოხდეს თბილისის დეპარტამენტში ცხედრების შემოყვანა და მათი გადანაწილება განხორციელდეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რუსთავის ან გორის განყოფილებებში.

ა.წ. 19 ოქტომბერს, უმოკლეს ვადაში, სატვირთო ლიფტზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორი დღით ლიფტის გაჩერების მოთხოვნით, ბიუროს მომართა კონტრაქტორმა კომპანიამ - შპს „საქართველოს ლიფტების კომპანია“. ბიუროს მიერ კომპანიას გაეგზავნა საპასუხო წერილი 20 ოქტომბერს, რომელშიც მითითებული იყო, რომ აღნიშნული სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა ა.წ. 25 ოქტომბრის დილის 09.00 საათიდან- 26 ოქტომბრის საღამოს 18.00 საათამდე. 

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ეცნობა შსს-ს შესაბამის სამსახურებს, რათა ამ პერიოდში გარდაცვლილი პირების გადასვენება მომხდარიყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რუსთავის განყოფილებაში. დატვირთვის გაზრდის გამო, თბილისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების ნაწილი მივლინებულ იქნა რუსთავის სასამართლო-სამედიცინო განყოფილებაში.

სწორედ ამიტომ, ა.წ. აღნიშნულ პერიოდში გარდაცვლილი 6 პირიდან, მათ შორის ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის ცხედრის რუსთავის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში შეყვანამდე უკვე შეყვანილი იყო 3 გარდაცვლილი პირი და მის შემდგომ ამავე განყოფილებაში შეყვანილ იქნა 2 გარდაცვლილის ცხედარი. 

სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - აღნიშნულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაში. 



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
ნუცუბიძის ფერდობზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება
ნუცუბიძის ფერდობზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ფერდობის რამდენიმე მისამართზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება. ნუცუბი
წაკითხვა
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა. თარიღთან დაკავშირებით ჟურნალისტებისათვის ღია კარის დღე მოეწყო
წაკითხვა
შსს - არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს
შსს - არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს
არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს,- ამის შესახებ აღნიშნულია შინაგა
წაკითხვა
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი
წაკითხვა
 მიხეილ ჯანელიძე - ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს
მიხეილ ჯანელიძე - ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს
ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსი
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თ
წაკითხვა
საია-ს იურისტი - პოლიციის შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია, რომ პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია, სამხრე კამერა ჩართოს
საია-ს იურისტი - პოლიციის შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია, რომ პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია, სამხრე კამერა ჩართოს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი
წაკითხვა