საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2406

ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-28 20:40:00

Tags:მზე

ნემესისი თეორიული ჯუჯა ვარსკვლავია, რომელიც ჩვენი მზის კომპანიონად მიიჩნევა. ეს თეორია დედამიწის ისტორიაში მომხდარი მასობრივი გადაშენებების ციკლების ასახსნელად შეიმუშავეს. მეცნიერთა მოსაზრებით, ასეთი ვარსკვლავი გავლენას უნდა ახდენდეს მზის სისტემის გარე ნაწილში არსებულ ობიექტთა ორბიტებზე და მათ დედამიწასთან შეჯახების კურსზე აყენებდეს

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვარსკვლავის არსებობის მტკიცებულებებს ბოლო პერიოდის კვლევებმა ვერ მიაგნო, 2017 წლის ერთ-ერთი კვლევა გვთავაზობს, რომ „ნემესისი“ ძალიან შორეულ წარსულში უნდა არსებულიყო.  

 

არგუმენტები 

1980-იანი წლების დასაწისში, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დედამიწაზე მომხდარ გადაშენებებს ციკლური ხასიათი ჰქონდა. როგორც ჩანდა, მასობრივი გადაშენებები ჩვენს პლანეტაზე ყოველ 27 მილიონ წელიწადში ერთხელ ხდებოდა. დროის ასეთი დიდი შუალედი ასტრონომიულ მოვლენებზე მიუთითებდა. 

1984 წელს, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა რიჩარდ მიულერმა ივარაუდა, რომ მასობრივი გადაშენებების მიზეზი შესაძლოა იყოს 1,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელი ჯუჯა ვარსკვლავი. შემდგომი თეორიების მიხედვით კი, ნემესისი შეიძლება იყოს ყავისფერი ან თეთრი ჯუჯა, ანდაც იუპიტერზე ოდნავ მასიური დაბალმასიანი ვარსკვლავი. ყველა მათგანს ექნებოდა ოდნავი სინათლე, შესაბამისად, იქნებოდა შესამჩნევად ძნელი.  

მეცნიერთა ვარაუდით, ნემესისი შეიძლება აზიანდებეს პლუტონს გადაღმა მდებარე ოორტის ღრუბელს, რომელიც მზეს აკრავს გარშემო და შედგება ყინულოვანი კლდეებისგან. ბევრი მათგანი მზის გარშემო საკმაოდ ხანგრძლივ, ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. როდესაც ისინი მზეს უახლოვდებიან, მათი ყინული დნობას იწყებს და მათ უკან კვალის სახით გადაიჭიმება, რის შემდეგაც ამ სხეულებს კომეტებად აღვიქვამთ. 

თუკი ყოველ 27 მილიონ წელიწადში ერთხელ ნემესისი ოორტის ღრუბელში გაივლის, ზოგიერთი მოსაზრებით, იგი უნდა გამოაგდებდეს ზოგიერ კომეტას და შიდა მზის სისტემაში — დედამიწისკენ სტყორცნიდეს. შედეგად, უნდა გაიზარდოს შეჯახებათა მაჩვენებელი და უფრო ხშირი გახდეს მასობრივი გადაშენებები

მზის სისტემის შიგნით გადაჭიმულ ნაშალთა დისკს — კოიპერის სარტყელს, ასევე კარგად გამოკვეთილი გარე კიდე აქვს, რომელიც შეიძლება კომპანიონმა ვარსკვლავმა გაანადგუროს. მით უმეტეს, მკვლევრებს აღმოჩენილი აქვთ სხვა სისტემები, რომლებშიც კომპანიონი ვარსკვლავები აზიანებენ ერთმანეთის ნაშალთა დისკებს. 

მზის კომპანიონი ვარსკვლავის არსებობას კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს ჯუჯა პლანეტა სედნა. 12 000-წლიანი ორბიტის მქონე ეს პლანეტა ბევრისთვის ნამდვილი გამოცანაა. მეცნიერთა ვარაუდით, სედნა მზიდან ასე შორს რომელიღაც მასიური ობიექტის, მაგალითად მკრთალი ვარსკვლავის წყალობით რჩება. 

კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, მზის სისტემის კიდეებზე არსებობს კიდევ ერთი გიგანტური, ყინულოვანი პლანეტა, ზედმეტსახელად „მეცხრე პლანეტა“. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრების, კონსტანტინ ბატიგინისა და მაიკ ბრაუნის აზრით, ასეთ სხეულს შეუძლია აწეწოს კოიპერის სარტყლის მცირე ყინულოვანი სხეულები. მეცხრე პლანეტის ძებნა აქტიურად გრძელდება; მის სავარაუდო არსებობაზე უკვე NASA-ც საუბრობს. აღსანიშნავია, რომ მაიკ ბრაუნი შედიდოა იმ ჯგუფში, რომელმაც კოიპერის სარტყელში ჯუჯა პლანეტა სედნა და სხვა ყინულოვანი სხეულები აღმოაჩინა; ამავე დროს, მისი დაჟინებული ძალისხმევის შედეგად, 2006 წელს პლუტონს პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა და ჯუჯა პლანეტად კლასიფიცირდა. 

 

ქარცეცხლში გამოვლილი თეორია 

მიუხედავად იმისა, რომ ნემესისის თეორიას მეცნიერთა გარკვეული ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს, ზოგიერთი ამას გამორიცხავს. მასობრივ გადაშენებათა ციკლური ბუნება ჯერ კიდევ განსჯის საგანია. კრატერების კვლევები ასეთი მახასიათებლების არსებობაზე არ მიუთითებს. ნამარხთა სხვა კვლევები მიუთითებს, რომ გადაშენებები უფრო მათ პიკებში ხდება, შესაბამისად, სხვადასხვა ეპოქებში. 

იმისათვის, რათა ნემესისმა გავლენა ვერ მოახდინოს პლანეტათა ორბიტებზე და ამავე დროს თვალისათვის შეუმჩნეველი დარჩეს, იგი მზისგან შორს უნდა მდებარეობდეს. მაგრამ ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ასეთი ორბიტა არსებითად არასტაბილური იქნებოდა. ასე შორ მანძილზე მოძრაობისას ნემესისი გავლენას ასევე მოახდენდა გალაქტიკაში მოძრავ სხვა ვარსკვლავებზეც. ასეთი ორბიტა ვერ მიიტანდა დინამიურ დარტყმებს ოორტის ღრუბელზე, მაგრამ მუდმივად შეიცვლებოდა. 

როგორც 2017 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევა გვთავაზობს, მზის მსგავსი თითქმის ყველა ვარსკვლავი კომპანიონთან ერთად დაიბადა. ასტრონომებმა დეტალურად შეისწავლეს პერსევსის მოლეკულურ ღრუბელში მდებარე ახალგაზრდა ვარსკვლავები და თავიანთი ნაშრომი მოდელირებითაც განამტკიცეს. თუმცა, ასტრონონმთა თქმით, თუკი ის ჩვენს მზესთან ერთად მართლაც დაიბადა, მზისგან არსებობის ადრეულ ეტაპზევე უნდა გაქცეულიყო და ირმის ნახტომის სხვა ვარსკვლავებს შერეოდა. 

 

დაფიქსირება 

მზის კომპანიონის პოვნა შეიძლება ძნელი იყოს, მაგრამ შესაძლოა ის ჯერ კიდევ ხილვადი იყოს მგრძნობიარე ტელესკოპებით. ასტრონომები ცას პროგრამა Two Micron All Sky Survey (2MASS)-ის ფარგლებში აკვირდებოდნენ, რომელიც ცას ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა ინფრაწითელ ტალღის სიგრძეში.  ინსტრუმენტმა მზის სისტემის სიახლოვეს 173 ყავისფერი ჯუჯა აღმოაჩინა, თუმცა არც ერთი მათგანი არაა იმდენად ახლოს, რომ ის საძაგელი ნემესისი იყოს.  

2011 წლის თებერვალში, 1,25-წლიანი მისია დაასრულა NASA-ს Wide-field Infrared Survey Explorer-მა, რომელმაც ჩვენგან 20 სინათლის წლის რადიუსში რამდენიმე ყავისფერი ჯუჯა იპოვა. მზის სისტემასთან საკმარისად ახლოს კვლავ არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა. 

მას შემდეგ, რაც შესაფერისი კანდიდატი ასე მგრძნობიარე ინსტრუმენტებმაც ვერ იპოვეს, მრავალმა მეცნიერმა საბოლოოდ დასსკვნა, რომ მზე ეული ვარსკვლავია და კომპანიონი არ ჰყავს. 

NASA-ს მიხედვით, მზე არ მიეკუთვნება ბინარულ ვარსკვლავთა სისტემას. არასოდეს გვქონია იმის მტკიცებულება, რომ მზეს ოდესმე კომპანიონი ვარსკვლავი ჰყავდა. ეს იდეა უარყო ბოლო დროის რამდენიმე ინფრაწითელმა კვლევამაც, მათ შორის მისია WISE-მა. ჩვენს ვარსკვლავს რომ ყავისფერი ჯუჯა კომპანიონი ჰყავდეს, მგრძნობიარე ინფრაწითელი ტელესკოპები მას აუცილებლად დააფიქსირებდნენ. 



მომზადებულია space.com-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
ქარიშხალ ოფელიას, რომელმაც გუშინ ირლანდიი
წაკითხვა
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
ამერიკელ, იაპონელ და შვეიცარიელ მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო იმ ენერგიის შესაძლო წყაროს, რომელიც
წაკითხვა
მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია
მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია
დღეს დილით (6 სექტემბერი), მზეზე ორი უძლი
წაკითხვა
მზის გარდა, ასტრონომებმა უპრეცედენტო დეტალებში სხვა ვარსკვლავიც გადაიღეს - პირველად ისტორიაში
მზის გარდა, ასტრონომებმა უპრეცედენტო დეტალებში სხვა ვარსკვლავიც გადაიღეს - პირველად ისტორიაში
ასტრონომებმა პირველად შესძლეს უპრეცედენტო
წაკითხვა
რამდენიმე საათში, აშშ-ში მზის სრული დაბნელება მოხდება
რამდენიმე საათში, აშშ-ში მზის სრული დაბნელება მოხდება
სულ რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ის ტერიტ
წაკითხვა
მზის ბირთვის დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია
მზის ბირთვის დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია
მზის ყველაზე შიდა რეგიონი, რომელსაც შეუარ
წაკითხვა
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
28 ივლისს, მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა. მატერიის გარკვეულმა ნაწილმა კოსმოსში გაქცე
წაკითხვა
მზე ძალიან ჰგავს სხვა ვარსკვლავებს - საიდუმლო ამოხსნილია
მზე ძალიან ჰგავს სხვა ვარსკვლავებს - საიდუმლო ამოხსნილია
ჩვენი მზე საკმაოდ ჰგავს სხვა ვარსკვლავებს და ეს სულაც არაა ანომალია, რადგან მაქ აქვს მაგნიტურ
წაკითხვა