საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
417

გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ ადრიატიკის ლიგაზე ზაგრების „ცედევიტასთან“ დამარცხდა

დავით ბანანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-28 21:03:00

ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ ადრიატიკის ლიგაზე მორიგი შეხვედრა გამართა. სერბულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, ხორავტულ „ცედევიტას“ უმასპინძლა და დასანანი მარცხი განიცადა, ანგარიშით 77-81. 18 წლის ბითაძე, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს, კვლავ ძირითად ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ბითაძის მონაგარმა 9 ქულა, 10 მოხსნა, 4 დაფარება და 2 ჩაჭრა შეადგინა. მატჩი უაღრესად საინტერესო გამოდგა. დაბალშედეგიანი და თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, მესამე მეოთხედში, მასპინძლები დომინირებდნენ და 15 ქულიანი ჰანდიკაპიც მოიპოვეს. უკანაკნელ მეოთხედში კი, „მეგა ბიმაქსი“ მოიშალა და სერბულმა გუნდმა დასკვნითი პერიოდი 21-40 დათმო, რაც შეხვედრაშში საბოლოო დამარცხებად დაუჯდა. „მეგა ბიმაქსი“ ექვსი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში, მე-8-ე ადგილზეა. სერბები მოდევნო მატჩს 5 ნოემბერს მაკედონიური „სკოპიეს“ წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებენ

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ მესამე გამარჯვება ადრიატიკის ლიგაზე
გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ მესამე გამარჯვება ადრიატიკის ლიგაზე
ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვი
წაკითხვა
„ბუდუჩნოსტთან“ წაგებულ შეხვედრაში გოგა ბითაძემ ცხრა ქულა და ხუთი მოხსნა გააკეთა
„ბუდუჩნოსტთან“ წაგებულ შეხვედრაში გოგა ბითაძემ ცხრა ქულა და ხუთი მოხსნა გააკეთა
ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე გოგა
წაკითხვა
გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი ლიუბლიანის „ოლიმპიას“ წინააღმდეგ
გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი ლიუბლიანის „ოლიმპიას“ წინააღმდეგ
გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგაზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს. 18 წლის კალათბურთელმა ლიუბლიანის „ოლიმპიას“ წინააღმდეგ გამართული მატჩი კვლავ ძირითად
წაკითხვა
გოგა ბითაძის 18 ქულა და „მეგა ბიმაქსის“ მორიგი გამარჯვება
გოგა ბითაძის 18 ქულა და „მეგა ბიმაქსის“ მორიგი გამარჯვება
ადრიატიკის ლიგაზე გოგა
წაკითხვა