საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4442

ქედაში ექსკურსიაზე მყოფი არასრულწლოვნები ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდნენ

მერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-28 21:51:00

ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექსკურსიაზე მყოფი ექვსი არასრულწლოვანი დაშავდა. ხულოდან, სხალთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის კარი შემთხვევით გაიღო, რის გამოც ბავშვები გზის სავალ ნაწილზე გადაცვივდნენ.

ავტომანქანაში ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. შემთხვევა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ გობრონეთთან მოხდა. 

დაშავებულები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც, რამდენიმე მათგანი ბათუმის დედათა და ბავშცვთა ჯანდაცვის ცენტრში გადაყავთ. როგორც პირველ არხს ბათუმის მე-6 სკოლის დირექტორმა ზურაბ ზაქარაძემ განუცხადა, ერთ-ერთი ბავშვის ტრანსპორტირება, რომლის მდგომარეობაც მძიმე არ არის, თავის დაზღვევის მიზნით, რეანიმობილით ხორციელდება. 

სკოლის დირექტორის თქმით, სხალთაში ექსკურსიაზე 20 ბავშვი იმყოფებოდა. მისთვის უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ციხისძირთან, საქორწინო ესკორტი ავარიაში მოყვა
ციხისძირთან, საქორწინო ესკორტი ავარიაში მოყვა
ციხისძირის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვე
წაკითხვა
ახმეტის რაიონში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა
ახმეტის რაიონში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტის რაიონში. სოფელ ზემო ხოდაშენის ტყეში, სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, შეშით დატვირთული
წაკითხვა
შარტავას ქუჩაზე ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა
შარტავას ქუჩაზე ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა
შუახნის ქალი დაშავდა შარტავას # 14-ში, თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ამის შესახებ
წაკითხვა
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციი
წაკითხვა
მიჩიგანის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი მცირეწლოვანი ემსხვერპლა
მიჩიგანის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი მცირეწლოვანი ემსხვერპლა
მიჩიგანის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტელეკომპანია Fox News -ი
წაკითხვა
ქედაში, ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული სამი ბავშვი სტაციონარში რჩება
ქედაში, ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული სამი ბავშვი სტაციონარში რჩება
ქედაში, ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული სამი ბავშვი ამბულატორიული დახმარების ა
წაკითხვა
თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართ
წაკითხვა
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ერთი ადამიანი ემსხვერპლა რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მეგობრობის გამზირზე მოხდა. &l
წაკითხვა