საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1163

მეცნიერები - ქორწინება და ახლო მეგობრები ადამიანს ჭკუასუსტობისგან იცავს

სალომე თორაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-28 22:19:00

ქორწინება და ახლო მეგობრები ადამიანს ჭკუასუსტობისგან იცავს - ამტკიცებენ ლაფბოროს უნივერსიტეტის სწავლულები. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, კვლევა, რომელიც Journals of Gerontology-ში გამოქვეყნდა, თითქმის 7 წელი მიმდინარეობდა და მასში 6 667-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის დასაწყისში, ცდაში მონაწილე არც ერთ პირს დემენცია არ აღენიშნებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს დიაგნოზი 220 მათგანს დაუსვეს. მეცნიერებმა მათი მონაცემები ჯანმრთელი პირების მაჩვენებლებს შეადარეს, რათა გაერკვიათ, რა გავლენა აქვს სოციალურ კავშირებს დაავადების წარმოშობის რისკზე.

ერთ-ერთი აღმოჩენა მეგობრების (მეგობრობის) „ხარისხი“ აღმოჩნდა და არა მათი რაოდენობა. „მჭიდრო კავშირები დემენციის განვითარების რისკს ამცირებს“ - განმარტავს პროფესორი იფ ჰოგერვორსტი. მისი მოსაზრებით, ახლო მეგობრები ბუფერის როლს ასრულებენ, გვიცავენ სტრესისგან, რაც ჯანმრთელობაზე გამანადგურებლად აისახება.

დემენციის განვითარებაზე 9 ფაქტორი ახდენს გავლენას:

1. საშუალო ასაკში სმენის დაკარგვა, დაავადების განვითარებას 9-ით ზრდის;

2. საშუალო განათლების არ ქონა - 8%;

3. მოწევა 5%;

4. დეპრესიის დაგვიანებული მკურნალობა 4%;

5. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა - 3%;

6. სოციალური იზოლაცია - 2%;

7. მაღალი წნევა - 2%;

8. ჭარბწონიანობა -1%;

9. მეორე ტიპის დიაბეტი - 1%.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ფაქტორები, რომელთა ზემოქმედება გარკვეული ხარისხით დამოკიდებულია თავად ადამიანზე, დაავადების განვითარების რისკებს მხოლოდ 35%-ით განსაზღვრავს. 65% -ში კი, მისგან დამოუკიდებლად ვითარდება. 

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ჭკუასუსტობის განვითარების რისკი მარტოხელა ადამიანებში ორჯერ მაღალია, ვიდრე ქორწინებაში მყოფთა შემთხვევაში. 

ცნობილია, რომ დემენცია დიაგნოზის დასმამდე მრავალი ათეული წლით ადრე იწყებს ტვინის დაზიანებას.

მნიშვნელოვანია, რომ დემენციის დიაგნოზით პირებმა სოციალური კავშირები და ცხოვრების ჩვეული წესი შეინარჩუნონ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
2018 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე მეტ მედალს გერმანიას უწინასწარმეტყველებენ
2018 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე მეტ მედალს გერმანიას უწინასწარმეტყველებენ
კვლევითმა კომპანია Gr
წაკითხვა
ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა
ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა
ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მ
წაკითხვა
კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს
კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს
საქართველოში მოსახლეობის მხრიდან ევროკავშ
წაკითხვა
2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა
2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა
სამედიცინო გამოცემის საგანგაშო კვლევა: 2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. 
წაკითხვა
საია-ს წარმომადგენელი - ამ არჩევნებზე გამოიკვეთა ისეთი ფაქტები, რომლებმაც შექმნა განათლების სფეროს პოლიტიზების რისკი
საია-ს წარმომადგენელი - ამ არჩევნებზე გამოიკვეთა ისეთი ფაქტები, რომლებმაც შექმნა განათლების სფეროს პოლიტიზების რისკი
ჩვენს ანგარიშში წარმოდგენილია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, რომელიც, ჩვენი მოსაზრებით, ატარებდა ორგანიზებულ და დაგეგმილ ხასიათს,
წაკითხვა
რა დარღვევებზე საუბრობენ NGO-ები წინასაარჩევნო პერიოდში და როგორია პოლიტიკური სუბიექტების შეფასებები
რა დარღვევებზე საუბრობენ NGO-ები წინასაარჩევნო პერიოდში და როგორია პოლიტიკური სუბიექტების შეფასებები
თუ სტატისტიკას გადავხედავთ, 2014 წლის თვითმმართველობის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, წინასაარჩევნო დარღვევების რაოდენობა
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
წაკითხვა
EECMD კვლევის შედეგი - საარჩევნო დაპირებები შესაძლებლობებს ყველაზე მეტად ხოშტარიას,  კალაძისა და შერგელაშვილის შემთხვევაში ემთხვევა
EECMD კვლევის შედეგი - საარჩევნო დაპირებები შესაძლებლობებს ყველაზე მეტად ხოშტარიას, კალაძისა და შერგელაშვილის შემთხვევაში ემთხვევა
საარჩევნო დაპირებები შესაძლებლობებს ყველაზე მეტად ელენე ხოშტარიას, კახა კალაძისა და თენგიზ შერგელაშვილის შემთხვევაში ემთხვევა.<
წაკითხვა