საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2803

ქედაში, ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული სამი ბავშვი სტაციონარში რჩება

მერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-28 23:21:00

ქედაში, ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული სამი ბავშვი ამბულატორიული დახმარების აღმოჩენის შემდეგ, გაწერეს, სამი კი კვლავ სტაციონარში რჩება. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ორი პაციენტი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში რეანიმობილით გადაიყვანეს, ერთი კი, კვლავ ქედის საავადმყოფოს სტაციონარშია, თუმცა მალე მასაც ბათუმში გადაიყვანენ. 

დაშავებულები აჭარის განათლების მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულეს.

„სამი ბავშვი უკვე გაეწერა, მათ უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდათ, სამი კი სტაციონალურ მკურნალობას განაგრძობს. ორი მოსწავლე უკვე გადმოყვანილია ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში, მათ უტარდებათ გამოკვლევა. ერთ-ერთ დაშავებულს თავის ტვინის ტრავმა აღენიშნება, მოსწავლეებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნებათ ნაკაწრები, თუმცა ყველას მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვინაიდან ქედაში არ არის ბავშვთა სტაციონარი, იქ დარჩენილ მოსწავლესაც მალე გადმოიყვანენ“ - განაცხადა პირველ არხთან საუბრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძემ.

შემთხვევა ქედაში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დღეს, საღამოს მოხდა. ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის 20-მდე მოსწავლე სხალთიდან სახლში მიკროავტობუსით ბრუნდებოდა. ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო, ავტომანქანის კარი გაიღო და მოსწავლეთა ნაწილი მიკროავტობუსიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც, ექვსი მათგანი დაშავდა. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ახმეტის რაიონში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა
ახმეტის რაიონში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტის რაიონში. სოფელ ზემო ხოდაშენის ტყეში, სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, შეშით დატვირთული
წაკითხვა
შარტავას ქუჩაზე ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა
შარტავას ქუჩაზე ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა
შუახნის ქალი დაშავდა შარტავას # 14-ში, თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ამის შესახებ
წაკითხვა
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციი
წაკითხვა
ექსკურსიის დროს დაშავებული სამი მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში რჩება
ექსკურსიის დროს დაშავებული სამი მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში რჩება
ექსკურსიის დროს დაშავებული სამი მოზარდი რჩება ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში. მათი მდგომარეობა სტაბილურია. შედარებით
წაკითხვა
მიჩიგანის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი მცირეწლოვანი ემსხვერპლა
მიჩიგანის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი მცირეწლოვანი ემსხვერპლა
მიჩიგანის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტელეკომპანია Fox News -ი
წაკითხვა
ქედაში ექსკურსიაზე დაშავებული ექვსი ბავშვიდან ოთხი სამედიცინო ცენტრში რჩება
ქედაში ექსკურსიაზე დაშავებული ექვსი ბავშვიდან ოთხი სამედიცინო ცენტრში რჩება
ქედაში ავარიის შედეგად, ექსკურსიაზე დაშავებული ექვსი ბავშვიდან ერთს, გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა, ექიმების თქმით, სტაბი
წაკითხვა
ქედაში ექსკურსიაზე მყოფი არასრულწლოვნები ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდნენ
ქედაში ექსკურსიაზე მყოფი არასრულწლოვნები ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდნენ
ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედ
წაკითხვა
ქედაში მეწყრული პროცესების გამო, 15 ოჯახს სახლები დაატოვებინეს
ქედაში მეწყრული პროცესების გამო, 15 ოჯახს სახლები დაატოვებინეს
15 ოჯახი გახიზნეს ქედაში მეწყრული პროცესე
წაკითხვა