საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
898

საჩხერეში სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა“ და პაოლო იაშვილის დაბადებიდან 125 წლისთავი აღინიშნება

გვანცა გიორგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-29 10:38:00


დღეს სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა“ და პაოლო იაშვილის დაბადებიდან 125 წლისთავი აღინიშნება.

საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრება.

გიორგაძე სოფელ სხვიტორს ეწვია და აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი გახსნა, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაციაც, სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე არსებული საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა, ჯერ კიდევ კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს დაიწყო, თუმცა შენობის ნახევარი აუშენებელი დარჩა. საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მოხდა შენობის შიდა და გარე ფასადის აღდგენა.

საექსპოზიციო დარბაზში განთავსდა აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი ფოტო მასალა. ექსპოზიციის კონცეფცია, დიზაინი და ინსტალაცია, ასევე საინფორმაციო ტექსტები მომზადდა  საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით; გამგეობის მიერ განხორციელდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა.

სახალხო დღესასწაულის „საჩხერლობა“ ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიება, მათ შორის, ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა,  მუხრან მაჭავარიანის  ბიუსტის შემკობა, მხატვარ რამაზ ხვედელიძის პერსონალური გამოფენა, არგვეთი–შალაურის საავტომობილო გზის გახსნა, პაოლო იაშვილის სახლ–მუზეუმზე მემორიალური დაფის გახსნა; პერფორმანსი  სპექტაკლიდან ,,ფერადი ბუშტები“ (საჩხერის თეატრი ,,პაოლო“),დეკლამატორთა კონკურსის – ,,მაგიდა ჩემი პარნასი“ გამარჯვებულთა დაჯილდოება; საპატიო მოქალაქეების არჩევის ცერემონიალი, საზეიმო კონცერტი და სხვა. 





ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„პანკისობა -2017“ -  დუისში სახალხო დღესასწაული გაიმართა
„პანკისობა -2017“ - დუისში სახალხო დღესასწაული გაიმართა
პანკისის ხეობის სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე დღეს სახალხო დღესასწაული „პანკისობა-2017“ გაიმართა. 
წაკითხვა
ბახმაროში დღეს სახალხო დღესასწაული აღინიშნა
ბახმაროში დღეს სახალხო დღესასწაული აღინიშნა
ბახმაროში სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიებების დაწყებამდე ფერიცვალების ტაძარში წირვა აღევლინა. 
წაკითხვა
''თიანეთობა 2017“  - თიანეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს
''თიანეთობა 2017“ - თიანეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს
დაბა თიანეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს. ''თიანეთობა 2017“ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევით დაიწყო. 
წაკითხვა
ფოთში სახალხო დღესასწაული „ფაზისობა“ აღინიშნება
ფოთში სახალხო დღესასწაული „ფაზისობა“ აღინიშნება
ფოთში სახალხო დღესასწაული- „ფაზისობა“ აღინიშნება. მის ფარგლებში არაერთი კულტურული თუ სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი. 
წაკითხვა
შალვა ახალციხელის ხსენების დღე ახალციხეში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება
შალვა ახალციხელის ხსენების დღე ახალციხეში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება
მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება ახალციხეში შალვა ახალციხელის ხსენების დღე. საეკლესიო და სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდანის სახ
წაკითხვა
ალეგრობა-ოზურგეთობის დღესასწაული აღინიშნება
ალეგრობა-ოზურგეთობის დღესასწაული აღინიშნება
ოზურგეთში ალეგრობა-ოზურგეთობა აღინიშნება.
წაკითხვა
  შოთაობა - სახალხო დღესასწაული ვარძიაში
შოთაობა - სახალხო დღესასწაული ვარძიაში
ვარძიაში  შოთაობა აღინიშნა. სახალხო დღესასწაულზე გაიმართა სპორტული  და კულტურული ღონისძიებები. 
წაკითხვა
დღეს რუსთავქალაქობა აღინიშნება
დღეს რუსთავქალაქობა აღინიშნება
დღეს რუსთავქალაქობაა. ქალაქის იუბილეს წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. სახალხო დღესასწაულისთვის მზადება დილიდან დაიწყო. 
წაკითხვა