საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
935

საია-ს იურისტი - პოლიციის შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია, რომ პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია, სამხრე კამერა ჩართოს

გვანცა გავაშელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-29 17:31:00

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პოლიციის შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით ნათლადაა განსაზღვრული, რომ პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია ჩართოს სამხრე კამერა.

ამის შესახებ ვეფხვაძემ  ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საეჭვოა ის ფაქტი, რომ ნუცუბიძეზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელებს კამერა ჩართული არ ჰქონდათ. 

„პოლიციის შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით ნათლადაა განსაზღვრული რომ პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია, მით უფრო როდესაც ადმინისტრაციული დაკავება ხდება, ჩართოს სამხრე კამერა.

მეორე საკითხია, რატომ არ იყო სამხრე კამერა ჩართული და ეს გამოძიების დასადგენია.

ის, რომ კამერა არ იყო ჩართული უკვე ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს აღნიშნულ საკითხზე.

ამიტომ, ჩვენ ხვალ მივმართავთ პროკურატურას, ოჯახთან შეთანხმებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე რაც გვჭირდება საქმის მასალების გასაცნობად.

ამის შემდეგ შევძლებთ გავარკვიოთ რა საგამოძიებო მოქმედებები აქვს ჩატარებული პროკურატურას და არის თუ არა კანონშესაბამისი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

სამხრე კამერა რომ არ იყო ჩართული, ეს არის კანონმდებლობის დარღვევა და აჩენს ბევრ კითხვებს, რასაც სახელმწიფომ უნდა გასცეს დასაბუთებული პასუხი",- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

საია-ს იურისტის ცნობით, პროკურატურას სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხვალ, 12:00 საათზე მიმართავს.

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნუცუბიძის ფერდობზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება
ნუცუბიძის ფერდობზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ფერდობის რამდენიმე მისამართზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება. ნუცუბი
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს იბარებს
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს იბარებს
ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გარშემო უფლებადამცველებს ახალი კითხვები უჩნდებათ. თუ ძალოვანი უწყებების განცხადებებს
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
ნუცუბიძის ფერდობზე ადმინისტრაციული დაკავების დროს გარდაცვლილი  პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატთან ერთად დღეს გამოძიების მასალებს  გაეცნენ. საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას  ითხოვს.
წაკითხვა
შსს - არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს
შსს - არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს
არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს,- ამის შესახებ აღნიშნულია შინაგა
წაკითხვა
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი
წაკითხვა
 მიხეილ ჯანელიძე - ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს
მიხეილ ჯანელიძე - ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს
ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსი
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია პროკურატურას მიმართავს
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია პროკურატურას მიმართავს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თ
წაკითხვა