საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
538

შალვა ხუციშვილი - შსს დაინტერესებულია, რომ ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის შესახებ მალე დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება

გვანცა გავაშელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-30 10:35:00

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ შსს დაინტერესებულია, რათა ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის შესახებ მალე დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება. 

როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია.

"რაც შეეხება ჩანაწერების გასაჯაროებას ან სხვა ინფორმაციას, ეს გამოძიების საქმეა და შესაბამისად ყველაფერს დაადგენს გამოძიება. კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს,  ტყუილია. პროკურატურას ვიდეოჩანაწერები მივაწოდეთ", - განაცხადა ხუციშვილმა. 

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გამოძიებასთან. 

"ყველა ჩანაწერი, რაც კი ამ კამერას აქვს დაფიქსირებული, მიეწოდა პროკურატურას. არ მინახავს ჩანაწერი, მაგრამ როგორც ვიცი, იქ არის ცუდად გახდომის მომენტი. თუ რატომ არ ჩანს დაკავების მომენტი, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. 

ნუცუბიძეზე მომხდართან დაკავშირებით გუშინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
ამოქმედებიდან დაახლოებით ორ თვენახევრის გ
წაკითხვა
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამე
წაკითხვა
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით
წაკითხვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში ერთი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველ
წაკითხვა