საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1173

რეჟისორ უტა ბერიას მხატვრული ფილმის “უარყოფითი რიცხვების“ გადაღება მიმდინარეობს

ლიზა ციციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-30 11:27:00 განახლებულია 2017-10-30 20:30:00


რეჟისორ უტა ბერიას მხატვრული ფილმის „უარყოფითი რიცხვების“ გადაღება მიმდინარეობს. 

ფილმის სიუჟეტი რეალური ისტორიებითაა აგებული და საქართველოს ეროვნული რაგბის კავშირისა და UNICEF-ის ერთობლივი პროექტია. ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ შეცვალა რაგბის თამაშმა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების ცხოვრება. რაგბის გაკვეთილები არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებაში 2011 წელს მიმდინარეობდა. 

ვეტერანმა რაგბისტებმა რაგბის თამაში 60-მდე ახალგაზრდა-მსჯავრდებულს ასწავლეს. ამ პროექტის დასრულებისა და პატიმრების გათავისუფლების შემდეგ 10-მა ყოფილმა მსჯავრდებულმა რაგბის თამაში გააგრძელა.

„უარყოფითი რიცხვების“ მთავარი გმირი ციხის ე. წ. მაყურებელია. თუმცა, რაგბის გაკვეთილების შემდეგ ხვდება, რომ სხვანაირი ცხოვრების გაგრძელება სურს და ახალ ცხოვრებას იწყებს. რეალური პროექტიცა და ფილმის მთავარი მიზანიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, სტერეოტიპების დანგრევა და ჯანსაღი ცხოვრების წესია. 

ახალი მხატვრული სოციალური ფილმის გადაღებები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება და კინოეკრანებზე 2018 წელს გამოვა. ფილმი ქართულ-ფრანგულ-იტალიური კოპროდუქციაა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ოვაშვილის ფილმს “ხიბულა“ 23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში უჩვენებენ
გიორგი ოვაშვილის ფილმს “ხიბულა“ 23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში უჩვენებენ
23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში გიორგი ოვაშვილის ფილმი "ხიბულა" იქნება წარმ
წაკითხვა
სან პაულოს კინოფესტივალზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ
სან პაულოს კინოფესტივალზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ
სან პაულოს
წაკითხვა
ქართული ფილმი “8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივალის გამარჯვებულია
ქართული ფილმი “8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივალის გამარჯვებულია
ქართული ფილმი „8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივა
წაკითხვა
მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედე“ ამერიკაში კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა
მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედე“ ამერიკაში კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა
მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედე“ ამერიკაში Annual Fort Lauderdale International Film Festival-ზე კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა.
წაკითხვა
ქართულ კინოგაქირავებაში ზაზა ურუშაძის ფილმი „აღსარება“ გამოვა
ქართულ კინოგაქირავებაში ზაზა ურუშაძის ფილმი „აღსარება“ გამოვა
ქართულ კინოგაქირავებაში სულ მალე „ოსკარის“ ნომინანტის, ცნობილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი „აღსარება“ გამოვა. 
წაკითხვა
„შინდისი“ - ახალი ქართული ფილმის  გადაღებები გრძელდება
„შინდისი“ - ახალი ქართული ფილმის გადაღებები გრძელდება
ახალი ქართული ფილმის „შინდისი“ გადაღებები გრძელდება. ფილმის მთავარი, საბრძოლო სცენებისთვის გადასაღები მოედანი სოფელ ორთაშენშია მოწყობილი. &
წაკითხვა
„შინდისის“ მთავარი, საბრძოლო სცენების გადაღებისთვის გორთან ახლოს მდებარე სოფელი ორთაშენი შეირჩა
„შინდისის“ მთავარი, საბრძოლო სცენების გადაღებისთვის გორთან ახლოს მდებარე სოფელი ორთაშენი შეირჩა
ქართული ფილმის „შინდისის“ გადაღებები დაიწყო. ფილმის მთავარი, საბრძოლო სცენების გადაღებისთვის გორთან ახლოს მდებარე სოფელი ორთაშენი შეირჩა. &
წაკითხვა
დოკუმენტური ფილმების სტუდიაში უნიკალური ვიდეოთეკის აღწერა და დახარისხება დაიწყო
დოკუმენტური ფილმების სტუდიაში უნიკალური ვიდეოთეკის აღწერა და დახარისხება დაიწყო
25 000-მდე ფირი, რომელიც მე-20 საუკუნის ისტორიას იტევს.მრავალწლიანი
წაკითხვა