საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
485

მიხეილ ჯანელიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-30 11:30:00

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტი დიდი წარმატებაა, რომელიც განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ახალ შესაძლებლობებზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი დიდი მნიშვნელობის მატარებელია, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, რეგიონისთვის, ასევე ცენტრალური აზიისთვის. ეს ახალი ხიდია, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს.

საქართველოს როლის მაქსიმალურად წარმოჩენაში ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები. ეს პროექტი დიდი წარმატებაა, რომელიც განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ახალ შესაძლებლობებზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული”,- განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. 

საქართველოს მთავრობის მეთაური ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიწვია. 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
თბილისში “16+ სიტყვებიდან საქმისკენ“ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
თბილისში “16+ სიტყვებიდან საქმისკენ“ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
თბილისი “16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ საერ
წაკითხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი - საუკუნის პროექტი
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი - საუკუნის პროექტი
წაკითხვა
რა დატვირთვა აქვს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს
რა დატვირთვა აქვს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს
უფრო ვრცლად ახალ მარშრუტზე, რომლითაც აზიიდან დაძრული ტვირთი საქართველოს გავლით ევროპაში ჩავა. 
წაკითხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გაიხსნა - სატვირთო გადაზიდვები 2018 წლიდან დაიწყება
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გაიხსნა - სატვირთო გადაზიდვები 2018 წლიდან დაიწყება
2017 წლის 30 ოქტომბერი ისტორიული თარიღია
წაკითხვა
ევროკავშირი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას მიესალმება
ევროკავშირი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას მიესალმება
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა ევროკავშირის, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენრალური აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო სისტემის
წაკითხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა - [ფოტოამბავი]
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა - [ფოტოამბავი]
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი
წაკითხვა
 ბაკიტჟან საგინტაევი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას რეგიონის ტრანზიტულ-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის სრულყოფილი გამოყენებისთვის დიდი ნიშვნელობა გააჩნია
ბაკიტჟან საგინტაევი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას რეგიონის ტრანზიტულ-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის სრულყოფილი გამოყენებისთვის დიდი ნიშვნელობა გააჩნია
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას რეგიონის ტრანზიტულ-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის სრულყოფილი გამოყენებისთვის დიდი ნიშვნელობა გააჩნია
წაკითხვა