საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1379

ერმიტაჟში ოკუპირებულ რეგიონში აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინა [ფოტოები]

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-30 12:14:00

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ, თავის ფეისბუქგვერდზე იმ არტეფაქტების ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც მან ერმიტაჟში აღმოაჩინა. 

საინფორმაციო დაფებზე მითითებულია, რომ ექსპონატები ოკუპირებულ აფხაზეთში, ცანდრიფში ხაშუფსეს ციხე-სიმაგრეშია აღმოჩენილი, - წერს საინფორმაციო პორტალი „ეხო-კავკაზა“.

ოკუპირებული რეგიონიდან გატანილ და ერმიტაჟში განთავსებულ არტეფაქტებს შორის არის ვერცხლის ლანგარი, რომელზეც გოლგოთაა გამოსახული, 518 წლით თარიღდება და რომლის უკანა მხარეს აღმოსავლეთ რომის იმპერატორის ანასტასიოს 1-ის ბეჭედია დარტყმული. ასევე არის, ბიზანტიური ვერცხლის ორი კოვზი, მე-6 საუკუნის მონოგრამებით და I-II საუკუნის მინის ფიალა დასავლეთ რომის იმპერიიდან. 

დაფებზე მინაწერის მიხედვით, ყველა არტეფაქტი 2001 წელს სხვადასხვა კოლექციონერიდან შეიძინეს.

ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დე ფაქტო კულტურის უწყებას მიმართავს, რომ დაინტერესდეს ამ შემთხვევით და ერმიტაჟის მხრიდან უკანონოდ მოპოვებული არტეფაქტების შეძენაზე რეაგირება მოახდინოს. 

თავად ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებიც წერენ, რომ შავი არქეოლოგია რეგიონში გააქტიურებულია.

„ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, 2013 წელს, Sothby’s აუქციონზე 30 ათას ევროდ გაიყიდა ოკუპირებული აფხაზეთში, გაგრის რაიონის სოფელ აჩმარდაში აღმოჩენილი მე-4 საუკუნით დაღარიღებული ვერცხლის რიტონი (ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, ძველ საბერძნეთში და სხვ. ყანწის მოყვანილობის სასმისი).

ბოლო 12 წლის განმავლობაში, შავი არქეოლოგიით დაკავებულმა ადამიანებმა ოკუპირებულ აფხაზეთში 300-ზე მეტი სამარხი გათხარეს.








ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ერმიტაჟში ოკუპირებულ რეგიონში აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინა - რას გეგმავს ოფიციალური თბილისი
ერმიტაჟში ოკუპირებულ რეგიონში აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინა - რას გეგმავს ოფიციალური თბილისი
აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმის ყოფილი წარმომადგენელი რუსეთის უდიდესი მუზეუმის ხელმძღვანელობისგან განმარტებებს მოითხოვს. 
წაკითხვა
თბილისის ისტორიის მუზეუმში 12 ოქტომბერს გამოფენა „ჩემი ქალაქის საზღვრები“ გაიმართება
თბილისის ისტორიის მუზეუმში 12 ოქტომბერს გამოფენა „ჩემი ქალაქის საზღვრები“ გაიმართება
„ჩემი ქალაქის საზღვრები“ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელსაც იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს.
წაკითხვა
ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია სივრცეში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია სივრცეში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია სივრცეში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების საკითხზე ფორუმი გაიმართა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების საკითხზე ფორუმი გაიმართა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწ
წაკითხვა
„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა
„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის,
წაკითხვა
კიევში მაიდნის მუზეუმი გაიხსნება
კიევში მაიდნის მუზეუმი გაიხსნება
კიევში მაიდნის მუზეუმი გაიხსნება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება. უკრაინელების თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სი
წაკითხვა
თანამედროვე შენობა, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და ღია კაფეები - ვანში არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობა შენდება
თანამედროვე შენობა, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და ღია კაფეები - ვანში არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობა შენდება
თანამედროვე შენობა, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და ღია კაფეები - ვანში არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობა შენდება. 
წაკითხვა
ხელოვნების მუზეუმში დაცულ შედევრებს 25-მდე უნიკალური ექსპონატი დაემატება
ხელოვნების მუზეუმში დაცულ შედევრებს 25-მდე უნიკალური ექსპონატი დაემატება
ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე ექსპოზიცია განახლდება. მუზეუმის კოლექც
წაკითხვა