საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
405

მიხეილ ჯანელიძე - ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-30 12:18:00

ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს, - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რამდენიმე დღის წინ, ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

ჯანელიძის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გამოძიება დეტალური და კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს.

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული პოლიცია დღეს კანონის ფარგლებში ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადადგმაზეა მაქსიმალურად ორიენტირებული. ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს.

რაც შეეხება გამოძიებას, ამ მიმართულებითაც ყველაფერი გაკეთდება, რათა გამოძიება დეტალური და კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს”,- განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძეზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.

ამასთან, ნუცუბიძეზე მომხდართან დაკავშირებით გუშინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი. 

პროკურატურის ცნობით, მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნუცუბიძის ფერდობზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება
ნუცუბიძის ფერდობზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ფერდობის რამდენიმე მისამართზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება. ნუცუბი
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
თბილისში “16+ სიტყვებიდან საქმისკენ“ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
თბილისში “16+ სიტყვებიდან საქმისკენ“ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
თბილისი “16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ საერ
წაკითხვა
შსს - არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს
შსს - არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს
არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს,- ამის შესახებ აღნიშნულია შინაგა
წაკითხვა
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს სამართლებრივი განზომილება აქვს და ყველა ნაბიჯი შესაბამისად გადაიდგმება
მიხეილ ჯანელიძე - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს სამართლებრივი განზომილება აქვს და ყველა ნაბიჯი შესაბამისად გადაიდგმება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საა
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია
მიხეილ ჯანელიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძე
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თ
წაკითხვა