საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
902

ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საქართველოდან 11 დოკუმენტურ და ორ ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ

ლიზა ციციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-30 12:22:00

ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების მე-60 საიუბილეო ფესტივალზე, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრესტიჟულ კინოფორუმზე წელს ქართულ დოკუმენტურ და ანიმაციურ კინოს საგანგებო სექცია მიეძღვნა. 

IMPORT/EXPORT – GEORGIAN CINEMA ACROSS BORDERS - იმპორტი და ექსპორტი - ქართული კინო საზღვრებს შორის - ამ სახელწოდების პროგრამაში 11 დოკუმენტური და 2 ანიმაციური ფილმი იქნება ნაჩვენები. 

საქართველოს ფოკუს პროგრამა “დოკლაიფციგის“ ფესტივალის ინიციატივით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით, ქართველი რეჟისორის და პროდიუსერის - ზაზა რუსაძის კურატორობით შედგა. ზაზა რუსაძე ასევე DOK Leipzig-ის შესარჩევი კომისიის წევრია.

ლაიფციგის ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ასევე პანელ დისკუსია Female Gazes from Georgia – (ქალის ხედვა საქართველოდან), რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ არის ორგანიზებული. კინოჩვენებების ციკლი და დისკუსია გერმანიის კიდევ ოთხ ქალაქში გაგრძელდება. 

ლაიფციგის ფესტივალზე შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 

2+2=22 (Das Alphabet) - ჰაინც ემიგჰოლცი. 2017 (საქართველოში გადაღებული გერმანული წარმოება)
ალცნეი - ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი. 2009 
მზის ქალაქი - რატი ონელი. 2017
არ ისუნთქო (La Faille) - ნინო კირთაძე. 2014 
გამოსვლა - ვახტანგ ჯაჯანიძე. 2015 
ჰორიზონტი - დათო კიკნაველიძე - ანიმაციური ფილმი. 2017 
ლილე - ნათია ნიკოლაიშვილი - ანიმაციური ფილმი. 2017 
მადონა - ნინო გოგუა. 2014 
მზიანი ღამე - (original title: Sonnige Nacht) სოსო დუმბაძე. 2017
სოვდაგარი - თამთა გაბრიჩიძე. 2016 
დაისის მიზიდულობა - სალომე ჯაში. 2016 
მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს - თინათინ გურჩიანი. 2012
როცა დედამიწა მსუბუქია - სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი. 2015 “დოკლაიფციგის“ ფოკუსი ქართულ კინოზე. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. 
წაკითხვა
გერმანიის შს მინისტრი - „ჩვენ მასშტაბური ტერაქტი აღვკვეთეთ“
გერმანიის შს მინისტრი - „ჩვენ მასშტაბური ტერაქტი აღვკვეთეთ“
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას
წაკითხვა
გერმანიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
გერმანიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ტერაქტის დაგეგ
წაკითხვა
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა.
წაკითხვა
„ჩვენ შორს ვართ ნორმალური ურთიერთობისგან“ - გერმანიის პრეზიდენტი რუსეთს 2010 წლის შემდეგ პირველად ესტუმრა
„ჩვენ შორს ვართ ნორმალური ურთიერთობისგან“ - გერმანიის პრეზიდენტი რუსეთს 2010 წლის შემდეგ პირველად ესტუმრა
რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტური მდგომარეობის დაძლევას ისახავდა მიზნად მოსკოვში ვლადიმერ პუტინისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედ
წაკითხვა
გერმანიის პრეზიდენტმა მოსკოვსა და ბერლინს დაახლოებისკენ მოუწოდა
გერმანიის პრეზიდენტმა მოსკოვსა და ბერლინს დაახლოებისკენ მოუწოდა
გერმანიის პრეზიდენტმა მოსკოვსა და ბერლინს
წაკითხვა
გერმანია ოფიციალურ ბაღდადს ქურთებთან პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს
გერმანია ოფიციალურ ბაღდადს ქურთებთან პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ
წაკითხვა
გერმანიაში ორმა ქართველმა ალბანელი მამაკაცი სცემა
გერმანიაში ორმა ქართველმა ალბანელი მამაკაცი სცემა
გერმანიაში ორმა ქართველმა ალბანელი მამაკაცი სცემა.ინციდენტის 14 ოქტო
წაკითხვა